ლიკა შენგელიას მეორე ქმარი მიმართვას ავრცელებს: "მთელი ჩვენი ოჯახი ერთ მუშტად არის შეკრული და ამას ვერანაირი სიმახინჯე ვერ დაანგრევს" - Marao

ლიკა შენგელიას მეორე ქმარი მიმართვას ავრცელებს: "მთელი ჩვენი ოჯახი ერთ მუშტად არის შეკრული და ამას ვერანაირი სიმახინჯე ვერ დაანგრევს"

2025-10-07 10:07:04+04:00

რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილსა და მოდელ ლიკა შენგელიას შორის კონფლიქტი დაიწყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ერთმანეთის საპასუხო უამრავი წერილი დაიწერა, რაც ქართველ საზოგადოებაში გავრცელდა. ლიკა და სალომე დეტალებს მუდმივად აზიარებენ სოციალურ ქსელში და ერთმანეთს ხშირად მიმართავენ.

ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. 

ამჯერად ლიკა ყოფილი მეუღლის ბიძინა ჯიხვაძის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. წყვილს 3 საერთო შვილი ჰყავს.

"ჩემი შვილების დედა! ყველაზე მზრუნველი და თავდადებული დედა და ეს ყველამ იცის, ვინც კი მას იცნობს. ჩვენ საოცარი 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად და დღემდე ერთად ვზრდით ჩვენს შვილებს. დღემდე ერთმანეთთან დიდი სიყვარული და პატივისცემა გვაკავშირებს!

მე ერთი მინდა ვთქვა, არსებობენ ქალები, რომლებსაც არასოდეს ღალატობენ და არც მიატოვებენ რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში, რადგან ის შვილების დედაა. ის უერთგულესი ქალი, დედა და ადამიანია! მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ვიღაცის მახინჯი აზრი ვერ შეცვლის რეალობას და სიმართლეს. ერთი იცოდეთ ყველამ, სანამ მე ცოცხალი ვარ, მუდამ ვიქნები ჩემი ოჯახის, ჩემი ხუთი შვილის და ჩემი შვილების დედის გვერდით, მუდამ დავიცავ და არავის მივცემთ უფლებას, დაჩაგროს და შეეხოს ჩვენი ოჯახის ნებისმიერ წევრს. მთელი ჩვენი ოჯახი ერთ მუშტად არის შეკრული და ამას ვერანაირი სიმახინჯე ვერ დაანგრევს" - წერს ბიძინა. 

  • „ატრიალებ 3 წლის წინანდელ მიმოწერებს? მე შენ განახებ, როგორ უნდა ჩემი ოჯახის ლანძღვა“ - ლიკა შენგელიას დედა, ქეთი ასათიანი მიმართვას ავრცელებს 

როგორ დაიწყო მეგობრებს შორის დაპირისპირება

"არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება! ჩემო მეგობრებო, ძალიან ვრცელი გამოვა, რასაც დავწერ, ცოტა აქეთ-იქით გადახტომებით და იმედია, აჰყვებით თქვენც აზრებს", - ამ ფრაზით დაიწყო ლიკა შენგელიამ ვრცელი წერილი, რომელიც საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ეს პოსტი პასუხია ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილის სტატუსზე. 

სალომე გოგიაშვილმა მანამდე დაწერა: "სხვის ქმარზე ნადირობა სულიერი სიღარიბის მანიშნებელია! ვინც სხვის ტკივილზე ბედნიერებას აშენებს, ის თვითონ იქცევა წარსულად ღვთის წინაშე". მე მგონი, მეთანხმებით, ხო, გოგოებო?  თუ გინდათ, გავშალოთ თემა მერე, თქვენი აზრი მაინტერესებს?".

  • დაშორდა თუ არა სალომე გოგიაშვილი ქმარს - რას წერს ტელეწამყვანი: "ხალხს უნდა მოსმენა, თუ როგორ ვლანძღავ ვახოს, მაგრამ... " 

მოგვიანებით კი ლიკა შენგელიამ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი: 

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შემეშინდება არაფრის, არც სახელების ხსენების, რადგან ამ სახელებმა აღშფოთებული ქალბატონის მხრიდან მუქარით გაიჟღერა... ასევე დავურთავ საკმაოდ მძიმე ფოტომასალასაც, რაც მე ახლახან მოვიპოვე, რომელმაც ჩემზე საშინლად იმოქმედა, რადგან ჩემი გულის წასვლის ფაქტი არც კი მახსოვდა. არ მეგონა, ასეთი მძიმე სანახავი თუ იქნებოდა ჩემთვის... ასევე აღვნიშნავ, რომ ეს არ არის თავის სამართლებელი ინფორმაცია, მე ეს არ მჭირდება! თუმცა მე მჯერა, ამით დასრულდება აშარი ხალხის ბოგინი, რომლებიც არიან ამოფარებულები სხვადასხვა ადამიანის სახელებს და ამით ამ ადამიანებსაც ვნებენ.

ძალიიიიიააააან არასწორი არჩევანი იყო ამ ავანტიურისთვის ჩემი არჩევა, რადგან ამ ქვეყანაზე უფლის გარდა არავისი არ მეშინია და ჯერ არ დაბადებულა ადამიანი,  ვინც ლიკა შენგელიას ან მუქარით გააჩუმებს, ან ინტრიგანული თავდასხმებით თავს დაახრევინებს... რადგან სტატუსებითა და 50-კაციანი გორილების ჯოგით, ლანძღვით, ცილისწამებითა და ბულინგით გადაწყვიტა ჩემი შეშინება, პასუხად მხოლოდ ჩემგან მის შესახებ მწარე სიმართლეს მიიღებს!

იცის, ალბათ, რომ საუკეთესო დაცვა თავდასხმაა და ბრბოს ემოციებზე თამაშია და ბევრიც ამას ვერ გაუძლებდა...  მეტსაც გეტყვით, იმ დღეს, როდესაც კომენტარებში რამდენიმე ახლობლის კომენტარი წავიკითხე, გული ისე გამეგლიჯა, რომ თვითმკვლელობა დავისახე მიზნად, თუმცა ჩემმა ერთგულმა ხალხმა იმ ღამეს არ დამტოვა მარტო... იმედი მაქვს, ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ, შერცხვებათ ოდნავ მაინც. იხილეთ ვრცლად

  • "მეორე დღეს მნახა, არ არის საიდუმლო... ვის დაველაპარაკები ტელეფონზე, თქვენი საქმე არ არის" - რას წერს ლიკა შენგელია გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ