ქართულმა მოდის სამყარომ მწვერვალები დაიპყრო. ყოველ დღიურად ვეცნობით ახალ ამბებს თუ როგორ ბრწყინავენ ქართველი გოგო-ბიჭები მსოფლიო წამყვან შოუებში. ქართველები ისეთ მოდის შოუებში გამოდიან, როგორიცაა მილანის და პარიზის მოდის კვირეულები.
მილანის მოდის კვირეული დემნა გვასალიას გუჩიმ გახსნა, რომლის კოლექცია მატილდა გვარლიანმა წარადგინა. მატილდამ კი არა მარტო გუჩი, არამედ სხვა ძვირადღირებული მოდის სახლების წარმდგენიც გახდა.
პარიზის მოდის კვირეულზე ნუკი კოშკელიშვილის კოსმეტიკაც გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე არა მარტო ნუკი არამედ "ნუკი კოსმეტიკში" დასაქმებული ქართველი გოგოებიც გამოჩნდნენ.
რამდენიმე წუთის წინ ნუკიმ გულშემატკივრებს შოუს ემოციები გაუზიარა.
"პირველად ისტორიაში მაკიაჟი გამოჩნდა პარიზის მოდის კვირეულის პოდიუმზე. იყო უამრავი კოლაბორაცია აქამდე, სადაც მაკიაჟი მოდელებს ესვათ, მაგრამ არასდროს გამოუტანიათ პოდიუმზე თავად მაკიაჟი მათთან ერთად - დღემდე… ისტორიული და კრეატიული მომენტი მაღალი მოდის სამყაროში, შექმნილი Nuki Cosmetics-ის მიერ," - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
მოდელ და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილის ბიოგრაფია საკმაოდ დატვირთულია. ნუკი (ანნა) კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. კარიერა მან “მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, რამაც მისცა ბიძგი სატელევიზიო სფეროში შესვლისთვის. მალე ის გახდა “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი და მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში “კლინიკა”. ნუკის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც პირდაპირ ეთერში მუშაობას, ასევე ჩაწერილი გადაცემების წაყვანას. საზოგადოებამ იგი ერთი-ორად შეიყვარა ტელეშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” შემდეგაც.
პარალელურად, ნუკიმ წარმატებული კარიერა აიწყო მოდის სფეროშიც და მონაწილეობას იღებდა არაერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა თუ ფოტოსესიებში.
ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე რაღაცებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"- ამბობდა ნუკი მაშინ.
ბენი მალევე გახდა "ქართველების საყვარელი სიძე" - ამ ფრაზით კომენტარებში მას ხშირად მოიხსენიებენ. ბენი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს, სწავლობს ქართულს და უყვარს ქართული კერძები. მის პირად გვერდზე ნახავთ არაერთ ვიდეოს, სადაც ის ჩვენს ტრადიციულ კერძებს ამზადებს.
ბენსა და ნუკის ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ოლივერი საქართველოში დიდ დროს ატარებს და, როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს. წყვილი ახლა მეორე შვილს ელოდება.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. ის ბოლო წლებში არაერთი პოპულარული შოუს წამყვანად ვიხილეთ. ნუკიმ კულინარიულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოიპოვა, დიდი ენთუზიაზმი და მონდომება გამოავლინა.