"თუ გსურთ, მკვახე პომიდვრის სალათა ზამთრისთვის შეინახოთ, გააკეთეთ ამ რეცეპტით. არც სტერილიზაცია სჭირდება, არც ასპირინი", - გვწერს ჩვენი მომხმარებელი, მადონა გიორგაძე და ამ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ნაცად და გემრიელ რეცეპტს გვიზიარებს.

ინგრედიენტები მკვახე პომიდვრის სალათისთვის
- მკვახე პომიდორი - 5 კგ.
- ზეთი - 1 ლ.
- ხახვი - 2 კგ.
- სტაფილო - 1 კგ.
- ბულგარული წიწაკა (წითელი) - 2 კგ.
- ნიორი - 1 თავი
- უცხო სუნელი - 1 ს/კ.
- ყვითელი ყვავილი - ს/კ.
- ხმელი ქინძი - ს/კ.
- მარილი, წიწაკა, ძმარი - გემოვნებით.

რეცეპტი
5კგ. მკვახე პომიდორი დაჭერით ალყა-ალყად და დააყარეთ მარილი, გააჩერეთ 2 საათით.
ქვაბში ჩაასხით 1ლ. ზეთი და მოშუშეთ 2კგ. ხახვი, შემდეგ დააყარეთ 1კგ. სტაფილო და ისიც მოშუშეთ, შემდეგ დააყარეთ 2კგ. წითელი ბულგარული და ისიც მოშუშეთ. ბოლოს დააყარეთ გარეცხილი და საშუალოდ გაწურული პომიდორი და ისიც მოშუშეთ ცოტა ხნით (შესაძლოა, შეჰყვეს ცოტა წყალიც. არ მოშუშოთ დიდი ხნით, რადგან პომიდორი არ ჩაიშალოს).
დაუმატეთ 1 თავი წვრილად დაჭრილი ნიორი, დაღერღილი წიწაკა, მარილი და ძმარი გემოვნებით. აგრეთვე თითო სუფრის კოვზი უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და ხმელი ქინძი. არ გადმოდგათ ცეცხლიდან.
ცხელი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.
მიირთვით გემრიელად !
ასევე, გიზიარებთ, ჩვენს ყველაზე პოპულარულ რეცეპტს: მკვახე პომიდორი ნიგვზით ზურა შევარდნაძისგან - ვინ არ სცადა, მისნაირი არავის გამოსდის... დედაჩემი ხშირად შეუძლოდაა, მაგრამ კუხე პომიდვრის სეზონზე ცოცხლდება და იმდენს ამზადებს, გამვლელ-გამომვლელსაც რომ ეყოფა " - marao.ge