"ეს ისაა, რაც გვჭირდება" - ფოტოები საქართველოდან, მოგზაურობა მსოფლიოში და შეყვარებული წყვილის რომანტიკული კადრები - Marao

"ეს ისაა, რაც გვჭირდება" - ფოტოები საქართველოდან, მოგზაურობა მსოფლიოში და შეყვარებული წყვილის რომანტიკული კადრები

2025-10-08 10:51:47+04:00

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი შეყვარებული, კარლოტა ელენა მეგობრებს ახალ კადრებს უზიარებენ. წყვილი ერთად ბევრს მოგზაურობს, თუმცა სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა. კარლოტას განსაკუთრებით უყვარს საქართველო, ხშირად სტუმრობს აქაურ მეგობრებს და აღფრთოვანებასაც არასდროს მალავს: "ზოგჯერ ეს სწორედ ისაა, რაც გვჭირდება", "მინდა ვიპოვო უფრო ლამაზი ადგილი, ვიდრე ძველი თბილისია", - წერდა ის. 

NIKOLOZ_BASILASHVILI

NIKOLOZ_BASILASHVILI

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

  • განუმეორებელი სილამაზე: ულამაზესი წყვილის ზაფხულის არდადეგები და ახალი კადრები

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კარლოტა ელენაა. ის გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად: რა ფოტოებს აქვეყნებს ჩოგბურთელი

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

  • "მისი მთავარი გულშემატკივარია..." - ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ახალ ფოტოებს აქვეყნებს

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც.