ახალგაზრდა წყვილს ელენე ნაჭყებიასა და ლუკა ჭანიშვილს სოციალური ქსელების მეშვეობით ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. ლუკა მომღერალია, წლების წინ "სუხიშვილების" მოცეკვავე იყო. სწორედ ხელოვნებამ დააკავშირა ის მომავალ მეუღლესთან, ელენე ნაჭყებიასთან, რომელიც ასევე ნაციონალური ბალეტის რიგებში ირიცხება.
ლუკა ჭანიშვილმა და ელენე ნაჭყებიამ გასულ წელს იქორწინეს. ქორწილი სრულად ქართული ტრადიციული მოტივებით ჩატარდა. ელენეს მაქმანებით გაწყობილი ულამაზესი კაბა ეცვა. ქორწილის კადრები, განსაკუთრებით ცეკვის მონაკვეთი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და წყვილმა უამრავი კომპლიმენტიც მიიღო.
ცოტა ხნის წინ ლუკა "სიცრუის დეტექტორში" იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მეუღლესთან ურთიერთობისა და სიყვარულის ისტორიის შესახებ ჰკითხეს.
- თვლით, რომ მეუღლემ მოგატყუათ, თითქო,ს გაცნობისას არ მოეწონეთ?
- არ მოვეწონე ცოტა გამძაფრებული ნათქვამია, ელენე პირველად, რომ გავიცანი, "სუხიშვილების" კონცერტი იყო თაკარაზე, ის ჯერ კიდევ არ იყო "სუხიშვილების" მოცეკვავე. კონცერტის დაწყებამდე გვქონდა გენერალური რეპეტიცია. გარეთ, როცა ვხურდებოდი, ელენე შედარებით ადრე მოვიდა, თავის მასწავლებელთან ერთად იდგა. მე კონცერტისთვის ვემზადები, ვიწელები. ფილმშიც გექნებათ ნანახი, უცებ რომ გაიხედები და მზერას რომ მისტყორცნი, მსგავსი რამ დამემართა და შემდეგ სულ გადამავიწყდა კონცერტი რომ მქონდა.
ვიდექი და ვუყურებდი ელენეს, ისე რომ თვითონ არ დავენახე. ელენეს მასწავლებელი ელენეს შვილობილს ეძახის, იმდენად ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩავიცვი, მივდივართ, იმედი დამეკარგა, რომ გამეცნობოდა ელენე. ამ დროს ელენეს მასწავლებელმა დამიძახა გიორგიო, აერია მამის სახელში. მე არ მივაქციე ყურადღება, სხვას ეძახდა, მეგონა და ამ დროს ჭანიშვილიო დამიძახა, თქვენს ოჯახს დიდ პატივს გცემთო, მითხრა, და ელენე გამაცნო.
ამის შემდეგ ელენე ერთ ჩვენს მოცეკვავეს ელაპარაკებოდა. შემდეგ მას ვკითხე, ვინ იყო, ჰყავდა თუ არა შეყვარებული. გავიგე, რომ შეყვარებული არ ჰყავდა და დავამატე სოციალურ ქსელში. გავუგზავნე მეგობრობის მოთხოვნა, იმ საღამოს არ დამამატა, არც მეორე და მესამე დღეს. მე ასეთი ხასიათი მაქვს, თუ არ უნდა, კარგად იყოს.
გავიდა 5-6 თვე. ამ დროს რაღაც პერიოდი არ დავდიოდი "სუხიშვილებში". მივდივარ რეპეტიციაზე და დავინახე ელენე, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი, რომ ეს ის ელენე იყო, გასახდელში მისვლამდე ვფიქრობდი, საიდანღაც მეცნობა-მეთქი, მაგრამ ვერ ვიხსენებდი. გასახდელში შევედი და თავში დამკრა, თაკარაზე რომ გავიცანი, ეს ის გოგოა-მეთქი.
მერე ჩემს თავს ვუთხარი, ეს შენი ბედია და, აბა, ლუკა შენ იცი-მეთქი. ამის შემდეგ ყველაფერი მოვძებნე, ყველა ჩავრიე და მოვახერხე, რომ პირველ პაემანზე დამეპატიჟებინა", - ამბობს ლუკა.
რაც შეეხება ელენეს, მისი თქმით, რადგანაც არ იცნობდა ლუკას ეს გახდა თავდაპირველად არ მოწონების მიზეზი.
"მედიამ ისე გაავრცელა ეს ისტორია თითქოს არ მომეწონა და ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, შემდეგ წამოვიდა ხალხის კომენტარები, რომ ამ ბიჭს რა სჭირს დასაწუნი, როგორ მღერის. თავიდან არ ვიცნობდი, თუნდაც, რომ ვნახე ეს მეგობრობის მოთხოვნა არ დავთანხმდი, არ ვიცნობდი და მართლა არ მომწონდა. მერე როცა გავიცანი, ახლო შეხება გვქონდა და ყოველ დღე ვნახულობდით რეპეტიციებზე ერთმანეთს მართლა მომეწონა. ლუკა ცოტა სხვანაირი მეგონა. ძალიან ნარცისი, ისეთი იმიჯი ჰქონდა მორგებული, სულ მკაცრი სახე და სხვანაირი ადამიანი წარმომედგინა. როცა გავიცანი და მივხვდი რომ სხვანაირი იყო იმ წამსვე მომეწონა," - ამბობს ელენე.
წყვილი ტიკ-ტოკზე აქტიურობით გამოირჩევა. ლუკამ გაიხსენა თუ როგორ კონტენს იღებდა ადრე და სწორედ ეს კონტენტი იყო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვერ მოიგო ელენეს გული.
"ტიკ-ტოკზე ორივე ვაქტიურობთ მე ჩემი კონტენტი მაქვს, კოვიდის დროს სხვანაირი კონტენტი მქონდა, მაშინ ტრენდი იყო ტიკ-ტოკ ტრენდების გადაღება და მაიმუნობები და ის ქონდა ნანახი ელენესაც და მანდედან დარჩა სხვანაირი შთაბეჭდილება," - ამბობს ლუკა.
ამას ელენეც ადასტურებ, რომ ტიკ-ტოკ ვიდეოების გამო დარჩა ცუდი შთაბეჭდილება.