"ჩემი ტყუპჩიკები უკვე 3 წლის გახდნენ. მათი დაბადება 3 წლის წინ უფლის უდიდესი საჩუქარი და სასწაული იყო. ბედნიერ ქვეყანაში ბედნიერები უნდა იყვნენ - ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის!" - წერდა 28 სექტემბერს პოლიტიკოსი თინა ბოკუჩავა და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

თინა ბოკუჩავას ოჯახი და კარიერა
თინათინ ბოკუჩავა დაიბადა 1983 წლის 29 მაისს. 2009 წელს დაამთავრა ფლეჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლა დიპლომატიისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, შემდეგ კი სმითის კოლეჯი აშშ-ში, პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. 2009-2011 წლებში მუშაობდა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში. 2011 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2012 წელს — სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2013 წლიდან არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2016-2017 წლებში იყო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
დეპუტატმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის ზაფხულში შეავსო. ჰყავს მეუღლე კონსტანტინე იოსელიანი და სამი ვაჟი, ნიკო, სანდრო და ლუკა.
„ცხოვრებაში და პირად ცხოვრებაში სირთულეები ყოველთვის იქნება, თუმცა ფაქტია, რომ მას მეუღლესთან ერთად 10 წელია, რაც ვუმკლავდები. არასდროს მქონია მომენტი, როდესაც ჩემს მშობლებს რაიმე პრინციპები დაუთმიათ. ისინი ჩემთვის ყველაფერს აკეთებდნენ და ამის მადლობელი ვარ“, – ამბობდა თინა ბოკუჩავა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში სტუმრობისას.