"არ ვარ უცხო ილიას ოჯახისთვის... თუ წყვილი შორდება, ესე იგი, უნდა დაშორებულიყო" - რას ამბობს ქართველი სპორტული მიმომხილველი ილია თოფურიას შესახებ - Marao

"არ ვარ უცხო ილიას ოჯახისთვის... თუ წყვილი შორდება, ესე იგი, უნდა დაშორებულიყო" - რას ამბობს ქართველი სპორტული მიმომხილველი ილია თოფურიას შესახებ

2025-10-09 10:06:55+04:00

რამდენიმე დღეა, ქართული და ესპანური მედია აქტიურად წერს, რომ  UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. მსგავსად მოიქცა ჯორჯინაც. წყვილმა სოციალურ ქსელში ერთმანეთის გამოწერაც გააუქმა, რაც ილიას გულშემატკივრებში აჩენს ეჭვს, რომ წყვილს შორის კრიზისია. ესპანური ტაბლოიდები წერენ იმასაც, რომ ილია თოფურია მეუღლეს დაშორდა. 

ინტერესი ამ ამბის მიმართ დიდია, უამრავი კომენტარი იწერება სავარაუდო მიზეზების შესახებ, თუმცა თავად ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ. სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს პოპულარული სპორტული მიმომხილველი, Kakiscorner, რომელიც ამბობს, რომ ილია თოფურიას ოჯახისთვის უცხო ადამიანი არ არის, ვერ ისაუბრებს მის პირად ცხოვრებაზე, თუმცა მოკლე კომენტარს მაინც აკეთებს: 

"არ ვარ უცხო ილიასთვის და მისი ოჯახისთვის. მიხედავენ თავის თავს, არანაირი პრობლემა არ არის არც ერთი მიმართულებით. თუ წყვილი შორდება, ესე იგი, უნდა დაშორებულიყო. დაშორება არის ყოველთვის კარგი ამბავი, მესმის, რომ მტკივნეულია, მაგრამ, საბოლოოდ, ეს არის ძალიან კარგი ამბავი. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, ერთმანეთს არ შორდებიან. რადგან ცნობილი სახეა ილია, უნდა ვიქექოთ მის ცხოვრებაში?!", - ამბობს ის. 

 

  • საიდუმლო რომანი, ორი შვილი და ხმაურიანი დაშორება: ილია თოფურიას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები 

ილია თოფურიას პირადი ცხოვრება 

ილია თოფურია ესპანური გადაცემისა თუ პოდკასტების ხშირი სტუმარია. ილიას უყვარს საკუთარი გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის, მოტივაციის მიცემა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, თუმცა პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს. 

როგორც ცნობილია, ილია თოფურია ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას წარსულში სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მისი შვილის, ჰუგოს დედასთან. ამ ურთიერთობის შესახებ ილიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ჰუგოს შესახებ ხშირად წერს. 

ილია თოფურიას მეორე საჯარო ურთიერთობა ჯორჯინა უზკატეგუისთან ჰქონდა. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, "Future and Energy" ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე.

ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებდა სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს.  მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ - ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია "Future and Energy" დააარსა.

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის ერთი წლის წინ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. წყვილი პატარა ჯორჯინასა და ჰუგოს ერთად ზრდიდა. ოჯახის, ოჯახური ცხოვრებისა და დედობის შესახებ კი ჯორჯინა საკუთარ გვერდზე ხშირად წერდა. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოები წაშალეს. ამასთან, მათ ერთმანეთის გამოწერაც გააუქმეს. ესპანური მედია, მაგალითად, elperiodico.com, diariosur.es აქვეყნებენ სტატიებს, სადაც მათი დაშორების შესახებ წერენ. წყვილს ურთიერთობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.