ასპირინის გამოყენება არ შეიძლება! - რითი ჩავანაცვლოთ ასპირინი კონსერვებში - Marao

ასპირინის გამოყენება არ შეიძლება! - რითი ჩავანაცვლოთ ასპირინი კონსერვებში

2025-10-09 14:54:18+04:00

ხალხს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ასპირინი პროდუქტს გაფუჭებისაგან იცავს, მაგრამ ეს ასე არ არის. არ შეიძლება და თან საშიშია. სინამდვილეში, ასპირინი არის მედიკამენტი, რომელიც სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება. მისი საკვებად გამოყენება არის აკრძალული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

  • "ასე ყველი შეგიძლიათ რამდენიმე თვე შეინახოთ" - ანა მიქაძის მარტივი რჩევა ყველის სწორად შენახვისთვის 

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა - რატომ?

რატომ არ შეიძლება ასპირინის გამოყენება კონსერვებში? 

  • პირველი არის ის, რომ დოზა ვერ კონტროლდება და ვერ ვსაზღვრავთ, რა რაოდენობის ტაბლეტი უნდა გამოვიყენოთ.
  • მეორე, კონსერვებში მთავარი საფრთხე ბოტულიზმია. ასპირინი მისგან ვერ გვიცავს.
  • მესამე მიზეზი ის არის, რომ შეიძლება, ალერგიული რეაქციები და სხვა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
  • მეოთხე, ადამიანი ამ წამლის მიმართ რეზისტენტული ხდება, რადგან იღებს დიდ რაოდენობა, რომელიც რეალურად, არ სჭირდება.

მაშინ, რა გამოვიყენოთ კონსერვებში ასპირინის ნაცვლად? 

ასპირინის გამოყენება იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც სხვა დანამატი არ არსებობდა. ასპირინი აცეტილსალიცილმჟავაა, თავად პროდუქტში მჟავე გარემოს ქმნის და ბაქტერიებს გამრავლებისათვის არახელსაყრელ გარემოს უქმნის. დღეს კვების ინდუსტრია ძალიან განვითარებულია. მრავალი საკვები დანამატი არსებობს, რომლებიც ასპირინის როლს ასრულებს.

  • რეცეპტი: "ვინ არ სცადა, მისნაირი არავის გამოსდის... დედაჩემი ხშირად შეუძლოდაა, მაგრამ კუხე პომიდვრის სეზონზე ცოცხლდება და იმდენს ამზადებს, გამვლელ-გამომვლელსაც რომ ეყოფა " - მკვახე პომიდორი ნიგვზით ზურა შევარდნაძისგან ~

არ გამოვიყენოთ ასპირინი, რადგან პრეპარატია. მის ნაცვლად გამოვიყენოთ ისეთი საკვები დანამატები, როგორებიცაა, ლიმონმჟავა, ძმარჟავა, რომლებიც კვების ინდუსტრიაში მიღებული და დაშვებულია.

შემოდგომის მოსვლასთან ერთად, უამრავი ოჯახი ზამთრისთვის წინასწარ იწყებს მზადებას  საწებლების, კომპოტებისა და მურაბების თუ სხვა დაკონსერვებული პროდუქტის მომარაგებით. დიასახლისები სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, ინტერესი კი ნაცადი რეცეპტების მიმართ ყოველთვის მაღალია. 

ჩვენს მკითხველს განსაკუთრებით უყვარს ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტები. მის მიერ გაზიარებულ პომიდვრის საწებლის რეცეპტს ათასობით ნახვა აქვს. ამჯერად არანაკლებ საინტერესო და გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ, რა თქმა უნდა, ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტების წიგნიდან: 

წიწაკის მწნილის რეცეპტი ნინო კვაჭანტირაძისგან  

"ვიღებთ ყვითელ წიწაკას და ვჩხვლეტთ ჩანგლით, რომ არ გაიბეროს და ჰაერი შევიდეს. წითელი წიწაკა არ სჭირდება, მაგრამ ქილა ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, შეგვიძლია ორი ცალი ჩავდოთ კიდეც - საჭმელი გემრიელიც უნდა იყოს და ლამაზიც.

ამ დაჩხვლეტილ წიწაკებს ადუღებულ ზეთში ვყრით და სულ 5 წუთით ვაჩერებთ,  შემდეგ ამოგვაქვს. თუ დიდხანს გააჩერებთ წიწაკას ზეთში, ის ჩაიშლება.  ჯობია, დააკლოთ ხარშვა, რადგან ქილების გასტერილების დროს ისედაც იხარშება.

ნახეთ რეცეპტი სრულად