„ქალს, რომელიც ოჯახს ანგრევს, უნდა ახსოვდეს...'" - სალომე გოგიაშვილის ახალი იმიჯი და მიმართვა ლიკას შენგელიას - Marao

„ქალს, რომელიც ოჯახს ანგრევს, უნდა ახსოვდეს...'" - სალომე გოგიაშვილის ახალი იმიჯი და მიმართვა ლიკას შენგელიას

2025-10-10 12:17:16+04:00

ბოლო დროს ქართულ მედიაში აქტიურად იწერება სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას დაპირისპირების შესახებ. ლიკა და სალომე დეტალებს მუდმივად აზიარებენ სოციალურ ქსელში და ერთმანეთს ხშირად მიმართავენ.

ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. 

ამჯერად სალომე გოგიაშვილი ფოტოებს ახალი იმიჯით აქვეყნებს და, ამასთან, ლიკა შენგელიაზე წერს: 

„ქალს, რომელიც ოჯახს ანგრევს, უნდა ახსოვდეს: კარმა არასდროს ტოვებს მისამართს. გელოდებით, კარმა“ - წერს სალომე გოგიაშვილი.

  • რა ვიდეოს აქვეყნებს ლიკა შენგელია - "სანამ თავად არ მიიღებთ ცუდს და არ დამართებთ თავს თქვენივე დამოკიდებულებით, მანამდე ვერაფერი შეგეხებათ" 

როგორ დაიწყო ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის დაპირისპირება

"არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მოთმინება აღარ არის ღირსება! ჩემო მეგობრებო, ძალიან ვრცელი გამოვა, რასაც დავწერ, ცოტა აქეთ-იქით გადახტომებით და იმედია, აჰყვებით თქვენც აზრებს", - ამ ფრაზით დაიწყო ლიკა შენგელიამ ვრცელი წერილი, რომელიც საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ეს პოსტი პასუხია ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილის სტატუსზე. 

სალომე გოგიაშვილმა მანამდე დაწერა: "სხვის ქმარზე ნადირობა სულიერი სიღარიბის მანიშნებელია! ვინც სხვის ტკივილზე ბედნიერებას აშენებს, ის თვითონ იქცევა წარსულად ღვთის წინაშე". მე მგონი, მეთანხმებით, ხო, გოგოებო?  თუ გინდათ, გავშალოთ თემა მერე, თქვენი აზრი მაინტერესებს?".

  • დაშორდა თუ არა სალომე გოგიაშვილი ქმარს - რას წერს ტელეწამყვანი: "ხალხს უნდა მოსმენა, თუ როგორ ვლანძღავ ვახოს, მაგრამ... " 

მოგვიანებით კი ლიკა შენგელიამ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი: 

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შემეშინდება არაფრის, არც სახელების ხსენების, რადგან ამ სახელებმა აღშფოთებული ქალბატონის მხრიდან მუქარით გაიჟღერა... ასევე დავურთავ საკმაოდ მძიმე ფოტომასალასაც, რაც მე ახლახან მოვიპოვე, რომელმაც ჩემზე საშინლად იმოქმედა, რადგან ჩემი გულის წასვლის ფაქტი არც კი მახსოვდა. არ მეგონა, ასეთი მძიმე სანახავი თუ იქნებოდა ჩემთვის... ასევე აღვნიშნავ, რომ ეს არ არის თავის სამართლებელი ინფორმაცია, მე ეს არ მჭირდება! თუმცა მე მჯერა, ამით დასრულდება აშარი ხალხის ბოგინი, რომლებიც არიან ამოფარებულები სხვადასხვა ადამიანის სახელებს და ამით ამ ადამიანებსაც ვნებენ.

ძალიიიიიააააან არასწორი არჩევანი იყო ამ ავანტიურისთვის ჩემი არჩევა, რადგან ამ ქვეყანაზე უფლის გარდა არავისი არ მეშინია და ჯერ არ დაბადებულა ადამიანი,  ვინც ლიკა შენგელიას ან მუქარით გააჩუმებს, ან ინტრიგანული თავდასხმებით თავს დაახრევინებს... რადგან სტატუსებითა და 50-კაციანი გორილების ჯოგით, ლანძღვით, ცილისწამებითა და ბულინგით გადაწყვიტა ჩემი შეშინება, პასუხად მხოლოდ ჩემგან მის შესახებ მწარე სიმართლეს მიიღებს!

იცის, ალბათ, რომ საუკეთესო დაცვა თავდასხმაა და ბრბოს ემოციებზე თამაშია და ბევრიც ამას ვერ გაუძლებდა...  მეტსაც გეტყვით, იმ დღეს, როდესაც კომენტარებში რამდენიმე ახლობლის კომენტარი წავიკითხე, გული ისე გამეგლიჯა, რომ თვითმკვლელობა დავისახე მიზნად, თუმცა ჩემმა ერთგულმა ხალხმა იმ ღამეს არ დამტოვა მარტო... იმედი მაქვს, ამ სტატუსის წაკითხვის შემდეგ, შერცხვებათ ოდნავ მაინც. იხილეთ ვრცლად