ალექსანდრა პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საყვარელ მამაკაცს, დავით კოდუას დაშორდა. მოდელს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. ამჯერად ალექსანდრა პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ მისი სტილის ცვლილება დაშორებისგან გამოწვეულ დეპრესიას არ უკავშირდება:
"ჩემი კარე არ არის დეპრესიის ვარცხნილობა. ამ მიზეზით შარშან შევიჭრიდი, ან შარშანწინ. ახლა უბრალოდ გრძელი თმა მომბეზრდა. არც შეჭრას ვნანობ, არც - დაშორებას . კარგი მეგობრები ვართ".
ალექსანდრა პაიჭაძემ ისაუბრა თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის შესახებაც დაშორების შემდეგ:
"მანამდეც სრულყოფილი ქალი ვიყავი და მერეც. კარიერაც მქონდა და მექნება ყოველთვის. კაცს ამასთან რა საერთო აქვს. შენს თავზე უნდა იმუშაო".
ალექსანდრამ განმარტა ისიც, რომ დავით კოდუა მისი ქმარი არ ყოფილა, ხოლო ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა აქვს:
"ჩემი ყოფილი ქმარი დღემდე მშვენიერი მარტოხელა მამაკაცია. რაც შეეხება შეყვარებულს, ანუ დათოს, რომელიც ქმარი არ ყოფილა, ყოფილ ცოლს არ დაბრუნებია, არ ეგუება ჩვენს დაშორებას".
34 წლის მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. ის საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. ალექსანდრა არაერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახეც ყოფილა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.
ამის პარალელურად, ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და დიდი ხნის მანძილზე აზიარებდა საკუთარ გვერდზე სამოტივაციო წერილებს, მოუწოდებდა ქალებს საკუთარი თავის მიღებისა და შეყვარებისკენ, ასევე, სხვა ქალების მხარდაჭერისა და პატივისცემისკენ.
მოგვიანებით ალექსანდრა ერთ-ერთი გასართობი გადაცემის თანაწამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ.
ალექსანდრა პაიჭაძე ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამო არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ის ერთხელ იყო დაქორწინებული და მისი მეუღლე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილის ბიძაშვილი, გიორგი ხატიაშვილი იყო. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. ალექსანდრა და მისი ყოფილი მეუღლე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და თანაბრად არიან ჩართული შვილის აღზრდაში.
ალექსანდრა აღარ დაქორწინებულა, თუმცა მისი და ბიზნესმენ დავით კოდუას ურთიერთობა განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა. მოდელი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი პარტნიორი, თუმცა აქტიურად აზიარებდა მისგან მიღებულ საჩუქრებს და ხშირად წერდა ამ ურთიერთობის დეტალებზეც. საბოლოოდ, ალექსანდრამ გაამხილა მის შესახებ და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი საერთო შვილს ელოდებოდნენ.
ამ ურთიერთობის პარალელურად, დავით კოდუა ოფიციალურ მეუღლეს არ დაშორებია, რაც როგორც კოდუასა და მის ოჯახს, ისე ალექსანდრასა და დავით კოდუას ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.
დავით კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძეს ერთი გოგონა, ვიქტორია კოდუა ჰყავთ.
ცოტა ხნის წინ ალექსანდრა პაიჭაძე საცხოვრებლად მილანში გადავიდა. იქიდან კი ფოტოები პარტნიორთან, დავით კოდუასთან ერთად გამოაქვეყნა. რომანტიკულმა კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია - "რეიტინგის მამა - განახოთ სტატისტიკა?" - დაწერა მოდელმა ერთ-ერთ ფოტოზე.