ლონდონში გაიმართა Netflix-ის ახალი დოკუმენტური სერიალის, “Victoria Beckham”-ის პრემიერა, რომელსაც თავად ვიქტორია ბექჰემი ოჯახთან ერთად დაესწრო. ბრიტანელი დიზაინერი და სტილის სიმბოლო წითელ ხალიჩაზე შეუდარებლად გამოიყურებოდა და მედიისა და ფანების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ვიქტორიას გვერდით იდგა მისი მეუღლე, ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე წარმატებული ბიზნესმენი დევიდ ბექჰემი, რომელიც ტრადიციულად ელეგანტურად გამოიყურებოდა შავ კოსტიუმში. მათ შვილებიც ახლდნენ — ბრუკლინი მეუღლე ნიკოლა პელცთან ერთად, რომეო, კრუზი და უმცროსი, ჰარპერ სევენ ბექჰემი. ოჯახი სრული შემადგენლობით წარსდგა, რაც სერიალის მთავარი თემის - ოჯახის, კარიერისა და ძალის გაერთიანების სიმბოლოც გახდა.
დოკუმენტური სერიალი “Victoria Beckham” მაყურებელს საშუალებას აძლევს უკეთ გაიცნოს ცნობილი დიზაინერი არა მხოლოდ, როგორც ყოფილი Spice Girls-ის ვარსკვლავი, არამედ როგორც ქალი, რომელმაც შექმნა წარმატებული მოდის იმპერია და დაამტკიცა, რომ შეუძლია საკუთარი გზა დამოუკიდებლად გაიკვლიოს. სერიალში წარმოდგენილია ვიქტორიას კარიერის გზა - მუსიკალური პერიოდისგან მოდის სამყარომდე, ასევე მისი პირადი ცხოვრების ემოციური კადრები და ოჯახური ურთიერთობების გულწრფელი მხარეები.
პრემიერაზე ვიქტორიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პროექტი მისთვის ძალიან პირადული და ემოციურია:
“ხშირად ადამიანები მხოლოდ გარეგნულ მხარეს ხედავენ - ტანსაცმელს, მოდას, სოციალურ ქსელებს. ეს სერიალი კი ჩემი ცხოვრების ნამდვილი ისტორიაა - შრომა, მიზნები, ოჯახი და ის, რაც მართლა მახარებს.”
ღონისძიებას ბევრი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, დიზაინერები და ვიქტორიას ახლო მეგობრები. “Victoria Beckham” უკვე ამ კვირიდან ხელმისაწვდომი იქნება Netflix-ზე.



1997 წლის საქველმოქმედო მატჩზე საბედისწერო შეხვედრის შემდეგ, Manchester United-ის იმდროინდელი ფეხბურთელი და Spice Girl-ის წევრი მსოფლიოს უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში გამუდმებით ხვდებოდნენ.
„პირველი სამი თვის განმავლობაში ყველაფერი შესანიშნავად გახლდათ, რადგან არავისთვის იყო ცნობილი, რომ ერთად ვიყავით. სწორედ ამიტომ, ძალიან გვიყვარდა საწყისი პერიოდი, რადგან ყველასგან უჩუმრად შეგვეძლო სიარული, მაქსიმალურად ვცდილობდით დრო ერთად გაგვეტარებინა. ჩვენი პირველი კოცნა რესტორნის ავტოსადგომზე იყო, ეს ჩვენი ცხოვრების გამორჩეული პერიოდი გახლდათ“, − განაცხადა დევიდ ბექჰემმა.
1997 წლის 4 მარტს წყვილმა საზოგადოებას პირველი შვილის დაბადება ამცნო. მათ ვაჟიშვილს ბრუკლინი დაარქვეს, რადგან სწორედ ნიუ-იორკის დასახლებაში ყოფნის დროს შეიტყვეს, რომ პირველ შვილს ელოდებოდნენ. „იყო დაქორწინებული ამდენი ხნის განმავლობაში, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან ქორწინება ხშირად წლების გასვლის შემდეგ უფრო და უფრო რთულდება“, − განაცხადა დევიდმა ავსტრალიის სატელევიზიო შოუ The Sunday Project-ში საუბრისას. 1998 წლის იანვარში ყოფილმა ფეხბურთელმა ვიქტორიას ხელი სთხოვა, წყვილი კი 1999 წლის 4 ივლისს ირლანდიაში, Luttrellstown Castle-ში დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი, ბრუკლინი, რომეო, კრუსი და ჰარპერ სევენი ჰყავთ.