მშვენიერი ახალგაზრდა მოდელი, ანა ნაცვლიშვილი დაინიშნა. ფოტოები ნიშნობიდან მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ულამაზესმა წყვილმა უამრავი მილოცვა და კომპლიმენტი მიიღო.




ანა ნაცვლიშვილი ცნობილი ოჯახიდანაა - ის მოდელი ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილის შვილია. ასევე ცნობილი სახეა მისი უფროსი და, თაკო ნაცვლიშვილი, რომელმაც დედის კარიერული გზა გააგრძელა და მისი არაერთი წარმატების მომსწრე ჩვენც გავხდით. თაკოს და ანას ჰყავთ ორი ძმა, გუგა და ანდრია. გუგა, მამის მსგავსად, კალათბურთელია, ანდრია კი ჯერ სკოლის მოსწავლეა.
ანა ნაცვლიშვილი, განსხვავებით უფროსი დისგან, მედიასთან თითქმის არ ურთიერთობს, არ უყვარს საჯაროდ საუბარი საკუთარ ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიურია და ხშირად აზიარებს როგორც კარიერულ სიახლეებს, ისე ოჯახურ ამბებს.
ანა განსაკუთრებული გარეგნობით გამორჩეული ახალგაზრდა მოდელია, რომელიც ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ბრენდის გადაღებასა თუ კამპანიაში. დასამახსოვრებელი იყო დების კოლაბორაცია, როცა ანა უფროსმა დამ, თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარი ბრენდის კამპანიაში გადაიღო.
ნინო ცქიტიშვილი
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ - თაკო, გუგა, ანა და ანდრია.
ვატო ნაცვლიშვილი
ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. ის 1990-1993 წლებში კლუბ "მართვეში" თამაშობდა. 1995-1996 წლებში ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” კლუბში თამაშობდა. 1998 წელს თურქეთის “კარშიაკა" კალათბურთელი იყო. 2003 წლიდან საფრანგეთის “დიჟონში" ირიცხებოდა. ვატო 1994-2007 წლებშ საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.
2004 წელს გახდა ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი. 2004 წელს საფრანგეთის თასის და სუპერთასის მფლობელი. 2002-2003 წელს გახდა პორტუგალიის ჩემპიონატის პრიზიორი. 1997, 1998 და 2001 წლებში ვატო გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი.
ნაცვლიშვილების ოჯახი ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელში, მათი ოჯახური ფოტოები კი ყოველთვის დიდ მოწონებას და აღფრთოვანებას იმსახურებს - ულამაზესი მშობლებისა და ულამაზესი შვილების მიმართ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ.