უმშვენიერესი ქართველი მოდელი, ანა ახვლედიანი ქალიშვილის, ევას დაბადების დღეს აღნიშნავს. მან ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და მეგობრებს სამზადისის ვიდეო გაუზიარა. კადრებში ანა პატარა ევასთან და მეუღლესთან ერთად ჩანს.
"გუშინ ჩვენს პრინცესას, ევას 7 წელი შეუსრულდა, ჰოდა, ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ, მისი სურვილები აგვესრულებინა", - წერს ანა.
კომენტარებში წყვილმა უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
"რა ლამაზი და სასიამოვნო საყურებელი ოჯახია", "ასეთი შერწყმული წყვილი და ოჯახი ცოტა მინახავს", "მთელი ოჯახი რომ ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავს" - აღნიშნავდნენ გამომწერები.
ანა ახვლედიანის ოჯახი და კარიერა
ანა ახვლედიანი წარმოშობით ქუთაისიდანაა, დედა კი საბერძნეთიდან ჰყავს. მას წარმატებულ სამოდელო კარიერას ბავშვობიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ, ეს მოლოდინები კი გამართლდა.
თბილისის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის შემდეგ, მოდელი უკვე ჩვენებებზე გამოდიოდა და მისით პარიზისა და ლონდონის სამოდელო სააგენტოები დაინტერესდნენ. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management და სხვ.
როგორც ანა ამბობს, ბოლო წლების მანძილზე თავი მთლიანად შვილის აღზრდას მიუძღვნა, ახალი კი აპირებს, რომ აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა. დღეს ანა ფოტომოდელობითა და ინფლუენსერობითაა დაკავებული. ის მონაწილეობას არაერთი ცნობილი ბრენდისა თუ კომპანიის სარეკლამო გადაღებაში იღებს. აქტიურია სოციალურ ქსელში და თავის მოვლის შესახებ რჩევებს გამომწერებსაც უზიარებს.

ცოტა ხნის წინ ანა გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა და ამბობდა, რომ მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს:
"5 წელია, აღარ ვაქტიურობ, რადგან 5 წლის წინ შემეძინა შვილი. ამ დროის განმავლობაში შევეცადე, რომ ჩემი თავი მთლიანად მისთვის მიმეძღვნა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაღში წავიდა და ის თავისუფალი დრო, რაც გამომიჩნდა, რატომაც არ მოვახმარო კარიერას. სამოდელო სფეროში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმიტომ, რომ ახალ ეტაპზე ვარ. მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე ბრენდისგან როგორც ინფლუენსერს, ვნახოთ, რა როგორ იქნება მომავალში.
უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე. სად არის და მუშაობს, სად უნდა იყოს?! გვიან მოდის სახლში, საშინლად არ უყვარს არც ფოტოების გადაღება, არც ვიდეოს გადაღება. მეტი რა გითხრათ..." - ამბობდა მოდელი.