mobineX-ის სერვისებით უკვე სომხეთის ბაზარზეც აქტიურად სარგებლობენ - Marao

mobineX-ის სერვისებით უკვე სომხეთის ბაზარზეც აქტიურად სარგებლობენ

2025-10-13 12:41:16+04:00

mobineX-ი არის პირველი ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაფუძნდა და 2023 წელს ქართველ მოგზაურებს შესთავაზა მაღალი ხარისხის როუმინგ ინტერნეტის სერვისი ადეკვატურ ფასად. კომპანიამ სულ რამდენიმე წელში შეძლო ადგილობრივ ბაზარზე სამოგზაურო ინტერნეტის შესახებ ცნობადობის გაზრდა. თუ მანამდე როუმინგი ქართველი აბონენტებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომ ფუფუნებას წარმოადგენდა, დღეს, სანამ საზღვარგარეთ გავემგზავრებით, პირველი, რასაც ვაკეთებთ, eSIM-ის გააქტიურებაა. 

mobineX-ს წინ დიდი მიზნები აქვს. მისი მასშტაბები ნაბიჯ-ნაბიჯ სულ უფრო ფართოვდება. ამ დროისთვის კომპანიამ უკვე წარმატებით აითვისა სომხეთის ბაზარიც. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორის სერვისებით რეგიონის მასშტაბით აქტიურად სარგებლობენ. 

mobineX-ი სომხეთის ბაზარზე

mobineX-ი აბონენტებს სტაბილურ როუმინგ ინტერნეტს სთავაზობს ყველაზე ოპტიმალურ ფასად. ამ სერვისით დღეს უკვე აქტიურად სარგებლობენ სომხურ ბაზარზეც. ხელმისაწვდომია სხვადასხვა რეგიონზე მორგებული ლოკალური და რეგიონული ინტერნეტპაკეტები, რომელთა შეძენაც სხვადასხვა ვალუტაშია შესაძლებელი. სომეხ ტურისტებს ინტერნეტის გამოყენება საქართველოში მოგზაურობის დროსაც თავისუფლად შეუძლიათ, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე. ყველა მნიშვნელოვანი სპეციალური შეთავაზება და ფასდაკლება ანალოგიურად ვრცელდება ქართველი და უცხოელი აბონენტების შემთხვევაშიც. მაგალითად, მათ, ვინც საერთაშორისოდ აღიარებულ Mastercard ბარათით სარგებლობს, mobineX-ი 1GB ინტერნეტს ჩუქნის. MB-ების დახარჯვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ლოკაციაზე. 

რა ტიპის სერვისებით შეუძლიათ ისარგებლონ აბონენტებს?

როუმინგ ინტერნეტის გარდა, mobineX-თან თანამშრომლობის შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებით სხვადასხვა პროდუქტზე. მაგალითად, mobineX-ის აპლიკაციის საშუალებით, განახორციელოთ საერთაშორისო ზარები და დაზოგოთ თანხა. აღსანიშნავია, რომ, აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტთან კავშირი. ამიტომ დარეკვისას არანაირი დაბრკოლება არ შეგექმნებათ. ამ ფუნქციას ხშირად იყენებენ აბონენტები, როცა საზღვარგარეთიდან ბანკში დარეკვა სურთ რაიმე ტრანზაქციასთან ან ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით, საღამოს რესტორნის ან ტაქსის დაჯავშნას ცდილობენ და ა.შ.

mobineX-ის ინტერნეტ პაკეტები

mobineX-ის კატალოგი 1800-ზე მეტ ინტერნეტპაკეტს აერთიანებს, რაც ნიშნავს, რომ აბონენტი არჩევანში შეზღუდული არ არის. შეთავაზებები განსხვავებული საჭიროებებისა და პრეფერენციების მომხმარებლებზეა მორგებული. არის მოკლე პერიოდზე გათვლილი და გრძელვადიანი ინტერნეტპაკეტები, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური SIM ბარათის, ასევე eSIM ტექნოლოგიის მეშვეობით. არჩევანი მოიცავს სტანდარტულ და ულიმიტო პაკეტებს. 

mobineX-ის საიტზე დაგხვდებათ AI ასისტენტი, რომელიც აბონენტებს ინტერნეტ პაკეტის არჩევაში ეხმარება. თქვენ უბრალოდ მიუთითებთ სასურველ ქვეყანას, ან ქვეყნებს, სადაც მიემგზავრებით და დღეების რაოდენობას, რამდენი ხნითაც მიდიხართ, ხელოვნური ინტელექტი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საუკეთესო ღირებულების პაკეტებს შემოგთავაზებთ.

განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია ახალ-ახალი გამოწვევები. mobineX-ი ცდილობს, როუმინგ ინტერნეტი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. დღეს უკვე სომხეთის მაცხოვრებლებიც აქტიურად მოიხმარენ mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტს სხვადასხვა მიმართულებით. ამ მხრივ, სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება წინ. 

R