"ახალ ანგელოზზეც დავიწყე ფიქრი... თანხას, რომელიც შეგროვილია, გადავცემ სხვა მშობლებს პატარა ანგელოზებისთვის" - ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 ბავშვის დედა, ქრისტინა სორდია მიმართვას ავრცელებს - Marao

"ახალ ანგელოზზეც დავიწყე ფიქრი... თანხას, რომელიც შეგროვილია, გადავცემ სხვა მშობლებს პატარა ანგელოზებისთვის" - ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 ბავშვის დედა, ქრისტინა სორდია მიმართვას ავრცელებს

2025-10-13 23:16:08+04:00

რამდენიმე თვის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დატრიალებულმა უბედურებამ მთელი ქვეყანა შეძრა - გა­ლის რა­ი­ონ სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ერთ-ერთ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია “აია­შა­რა“ წერდა , ხან­ძა­რი ჭო­ლა­რი­ე­ბის სახ­ლში გაჩ­ნდა. ცე­ცხლმა მთლი­ა­ნი შე­ნო­ბა წუ­თებ­ში მო­იც­ვა, სა­დაც 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ბავშვების დედა ავადაა და რუხის კლინიკაში იწვა, ქმარი მის სანახავად წავიდა დილით და მარტო იყვნენ ბებია და ბავშვები იმ მომენტში სახლში. დედა კახათიდანაა, იქ ცხოვრობდნენ დროებით. ბავშვები კახათის ბაღში დაჰყავდათ. ახლა საახალწლოდ იყვნენ ჩამოსულები ბებიასთან. სოციალურად დაუცველები არიან, სოციალური შემწეობა ჰქონდათ და ამით ირჩენდნენ თავს”, - ამბობდა მაშინ ადგილობრივი. 

გარდაცვლილი ბავშვებიდან ყველაზე უფროსი 8 წლის იყო, ყველაზე უმცროსი კი - 8 თვის. ემილია, ანა-მარია, ნია, ელენე და სოფია - გარდაცვლილი დების მშობლები 24 წლის ქრისტინა სორდია და 31 წლის ვიტალი ჭოლარია. 

ამჯერად სოციალურ ქსელში ხანძრის დროს გარდაცვლილი 5 ბავშვის დედა, ქრისტინა სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელსაც სანდრა ზოიძე აქვეყნებს: "რადგან "ჩვენი ფონდი" -ს ანგარიაზე მათ სახელზე არის თანხა დარიცხული, ამიტომ სავალდებულო იყო ეს ვიდეო გადამეღო. ეს სურვილი იყო ორივეს მხრიდანაც წამოსული, რომ თქვენამდე მომეტანა. ქრისტის ახლა უფრო მეტად ვჭირდებით, მეგობრებო", - წერს სანდრა ზოიძე. 

ქრისტინა სორდია: 

"ამხელა ტკივილის შემდეგ, არ მეგონა, თუ კიდევ მეტკინებოდა გული. გადავწყვიტე, რომ მეუღლესთან დავასრულო ურთიერთობა. ჩემთვის ძალიან რთულია, ძალიან მიჭირს ამ ორი ტკივილის ერთად გადატანა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი შვილები ყველაფერს გრძნობენ და არ გაუხარდებათ, მე თუ ცუდად ვიქნები.

ბავშვების შემთხვევის შემდეგ დავიწყე ახალ ანგელოზზე ფიქრი, მეგონა, ის ჩემს შვილებს გამიცოცხლებდა. მერე მივხვდი, რომ ჩემს შვილებს ვერავინ შემიცვლის. ჩემს გულში ახლა ისეთი ტკივილია, ახალშობილ ბავშვს ამას ვე ვაგრძნობინებდი. არ მინდა, დავტანჯო და იმ ადგილას ვაცხოვრო, სადაც მისი დატანჯული დები ცხოვრობდნენ. 

მეგონა, გვერდით დამიდგებოდა მეუღლე, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ, გადავწყვიტე, დავასრულო მასთან ურთიერთობა. რაც შეეხება თანხას, რომელიც შეგროვილია, გადავცემ სხვა მშობლებს პატარა ანგელოზებისთვის", - ამბობს ახალგაზრდა ქალი ვიდეოში. მეტი ინფორმაცია იხილეთ სანდრა ზოიძის გვერდზე.