ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. ლორენას 78 ათასამდე გამომწერი ჰყავს. მან ცოტახნის წინ "Asian Beauty Hair Competition 2025" -ზე მიიღო მონაწილეობა. ის კონკურსის ფინალშიც გავიდა. ლორენის ერთ-ერთი კაბის დიზაინერი სოფიო ბაკურაძეა. ოქროსფერი კაბით მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
Asian Beauty Hair Competition - აზიური სილამაზისა და თმის ვარცხნილობის კონკურსი მთელი წლის მანძილზე როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მასშტაბით ატარებს შესარჩევ ტურებს, ფინალური ღონისძიება კი მალაიზიის ქალაქ პენანგში, 2025 წლის 11-12 ოქტომბერს გაიმართა.
წლევანდელი კონკურსი აერთიანებდა ევროპისა და აზიის 12 ქვეყნის გამორჩეულ კონკურსანტებს, მათ შორის, ბევრ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელსა და ეროვნულ წარმომადგენელს, რომლებიც ერთ სცენაზე იბრძოდნენ და წარმოაჩენდნენ სილამაზის ინდუსტრიის ტექნოლოგიისა და ხელოვნების უმაღლეს სტანდარტებს.
კონკურსის მნიშვნელოვანი მომენტები:
ლორენა ზოიძის ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მან და მისმა რჩეულმა გივი ტაბაღუამ გულშემატკივრების მხრიდან უამრავი კომენტარი და დადებითი შეფასება დაიმსახურეს. როგორც აღმოჩნდა, ლორენას მეუღლე მეზღვაურია და პროფესიული საქმიანობის გამო ახლად შექმნილი ოჯახის დატოვება უწევს ხოლმე.
„საყვარელ ადამიანთან სიშორე რთულია, ფიქრები ყოველ წუთს იმის შესახებ, თუ როგორ არის, რამე ხომ არ უჭირს და ა.შ. ბევრისთვის მეზღვაურის ცოლობა ასოცირდება ფულთან და იმასთან, რომ ასეთ ოჯახებს არაფერი უჭირთ, პირიქით, ყველაფერი თავზე გადასდით. ცდებით, მატერიალური ნივთი და საბანკო ანგარიში ვერ შემივსებს იმ დანაკლისს, რასაც მასთან თვეობით განშორება ჰქვია. ზურგის ქარს ვუსურვებ ყველა მეზღვაურს და შინ მშვიდობით დაბრუნებას.
ქორწინებას არაფერი შეუცვლია. არც სახლში დავმჯდარვარ და არც სამზარეულოში ვცხოვრობ (იცინის). ორივეს ჩვენ-ჩვენი როლი გვაქვს და ყოველთვის ერთმანეთს ვეხმარებით. მაგალითად, მე თუ საჭმელს ვაკეთებ, ის ჭურჭელს რეცხავს. უკადრისა არ არის და არ იქცევა ისე, როგორც ზოგი ქართველი „ვაჟკაცი“. მე შეიძლება, არ გამომდის ძალიან გემრიელი კერძები, მაგრამ ვცდილობ მაინც. აქამდე სამზარეულოსთან შეხება არ მქონია, სახლში საჭმელი არასდროს გამიკეთებია. ბებიაჩემი ძალიან მოწესრიგებული ქალია და თმა რომ არ დამვარდნოდა, სამზარეულოშიც არ მიშვებდა (იცინის). ახლა ნელ-ნელა ვიხვეწები და დავრწმუნდი, რომ ქალმა „სამზარეულო“ უნდა იცოდეს. არიან გოგონები, ვისაც ეს საერთოდ არ აინტერესებს, ამბობენ, კარტოფილსა და კვერცხზე მეყოლება ოჯახიო, მაგრამ მე ასეთი არ ვარ" - ამბობდა ლორენა.