ბოლო წლებში თბილისელების დიდი ნაწილი ცხოვრების ორ განსხვავებულ სტილს შორის აკეთებს არჩევანს. ერთი მხრივ, მოთხოვნადია ქალაქის ცენტრალური უბნები, მეორე მხრივ კი, სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში ცხოვრების სურვილს.
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლი” ამ ორივე მოთხოვნას პასუხობს. კომპანია ბინებს თბილისში რამდენიმე მასშტაბური პროექტის ფარგლებში აშენებს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა სტილზეა მორგებული.
"მეტროპოლ ბაგები” უკვე დასრულებული პროექტია წყნეთისა და ნაფეტვრების მახლობლად. 14 სართულიან კომპლექსში პირველი მაცხოვრებლები უკვე გადავიდნენ. ბინების ფართობი 54.2-დან 107.5 კვ.მ-მდეა, ფანჯრებიდან კი მწვანე პეიზაჟები იშლება. კომპლექსში სულ რამდენიმე გასაყიდი ბინაა დარჩენილი, ამიტომ იჩქარეთ.
"მეტროპოლ ორთაჭალა” თბილისის ისტორიულ უბანში შენდება. პროექტი მოიცავს 704 ბინას, რომელთა ფართიც 48.1-დან 123.9 კვ.მ-მდე მერყეობს. ის სამდონიან პარკინგს, საბავშვო მოედნებს, კეთილმოწყობილ ეზოს და სარეკრეაციო ზონებს ითვალისწინებს. ამ საცხოვრებელი კომპლექსის მთავარი ხიბლი ძველი არქიტექტურისა და თანამედროვე კომფორტის შერწყმაა.
"მეტროპოლ ქავთარაძე” საბურთალოზე შენდება და ორი 25 სართულიანი კორპუსისგან შემდგარი კომპლექსი იქნება. ბინა ქავთარაძის ქუჩაზე შეგიძლიათ 51-დან 187 კვ.მ-მდე ფართით, მწვანე კარკასის მდგომარეობაში შეიძინოთ. კომპლექსში ხუთდონიანი პარკინგი, საბავშვო ბაღი, კომერციული სივრცეები და ერთჰექტრიანი სარეკრეაციო ზონა მოეწყობა.
სრულიად განსხვავებულ პროექტებს ავითარებს ,,მეტროპოლი” ქალაქგარეთ. ,,მეტროპოლ ლისი” 7000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ტერიტორიაზე 70-მდე ვილის მშენებლობა იგეგმება. ის 3600 კმ.მ. საერთო ტერიტორიას, საბავშვო და სპორტულ სივრცეებს, ველობილიკსა და ღია კინოთეატრს მოიცავს. მიწის ნაკვეთები ლისზე მათთვისაა, ვისაც საკუთარი სახლი სურს მშვიდ და გამწვანებულ ადგილას, მაგრამ ამავდროულად, ქალაქთან ახლოს.
შინდისში უფრო მასშტაბურ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ის 90 ჰექტარსა და 700-მდე დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთს მოიცავს. პროექტში გათვალისწინებულია საერთო სარგებლობის სივრცეები — ცენტრალური პარკი, ღია აუზი, სპა ცენტრი, მაღაზია და აფთიაქი თითქმის ავტონომიურ დასახლებას ქმნის. შინდისი ქალაქთან ახლოს მდებარეობს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და გრილი კლიმატით გამოირჩევა, ამიტომ ეს ადგილი საუკეთესოა ბუნებასთან კავშირის დასამყარებლად.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორივე დასახლება თანამედროვე ტექნოლოგიებით, უსაფრთხოების სისტემებითა და ელექტრო დამტენებით აღიჭურვება.
"მეტროპოლის” პროექტები თბილისში ცხოვრების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის. ქალაქის ცხოვრების ტემპის მოყვარულები კომფორტს ბაგების, ორთაჭალისა და ქავთარაძის პროექტებში იპოვიან. საკუთარ სახლში ცხოვრების, ბუნებასთან სიახლოვისა და სიმშვიდის მაძიებლებს კი იდეალური პირობები ლისზე და შინდისში დახვდებათ.
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა და თბილისსა და ბათუმში ოპერირებს. კომპანიას ამჟამად ერთი დასრულებული და შვიდი მიმდინარე პროექტი აქვს. პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო მშენებლობების საერთო ფართი 545,000 კვ.მ-ზე მეტია და 3500-მდე ბინას მოიცავს.
R