გზა მათემატიკოსობიდან - იუმორისტებამდე: ერთი შვილი, ბედნიერი ოჯახი და ვანო ჯავახიშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა - Marao

გზა მათემატიკოსობიდან - იუმორისტებამდე: ერთი შვილი, ბედნიერი ოჯახი და ვანო ჯავახიშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა

2025-10-15 11:22:49+04:00

ვანო ჯავახიშვილის სახელი უკვე არაერთი წელია, რაც ქართველი მაყურებლისთვის სიცილთან, იუმორსა და გართობასთან ასოცირდება. ვანო ჯავახიშვილის შოუ/The Vano's Show  ამერიკული იუმორისტული გადაცემის ქართული ვერსიაა. ამ ფორმატის შოუები ამერიკის შეერთებულ შტატებში XX საუკუნის 50-იანი წლებიდან არსებობს. "ვანოს შოუ" 2019 წლამდე გადიოდა „რუსთავი 2“-ის ეთერში ყოველ პარასკევს 22:00 საათზე, თუმცა 2019 წელს ვანო ჯავახიშვილმა დატოვა „რუსთავი 2“ და გადაცემა „მთავარ არხზე გადავიდა. ამჟამად კი TV-პირველის ეთერში გადის.

ვანო ჯავახიშვილის ბიოგრაფია

ვანო ჯავახიშვილი 1982 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა. 6 წლის განმავლობაში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, 2019 წელს კი ტელეკომპანიის დატოვება მოუწია.  2019 წლამდე „რუსთავი 2“-ზე მიჰყავდა გადაცემა ვანო ჯავახიშვილის შოუ. მონაწილეობას იღებდა „კომედი ჯგუფის“ გადაცემა „კომედი შოუს“ სკეტჩებში. 2019 წლის აგვისტოში დატოვა ტელევიზია და გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც გადაცემის ჩვენება გაგრძელდა 2022 წლის 10 ივნისამდე. შემდეგ ის და მისი გუნდი „ტვ პირველზე“ გადავიდნენ, სადაც დღემდე ქმნიან პროდუქტს.

"იღბალი, რა თქმა უნდა, არსებობს. იღბალი, რომ არ მქონდეს, დღეს ჩვეულებრივი ადამიანი ვიქნებოდი, ისეთი, როგორც ყველა. მექნებოდა ჩემი საქმე და ისეთ სამსახურში ვიმუშავებდი, სადაც ტექნიკური განათლებაა საჭირო - ბანკში ან სადმე სხვაგან, მითუმეტეს, რომ სპეციალობით მათემატიკოსი ვარ. ალბათ ჩემი ნიჭის ბრალია, რომ არა ტექნიკურ სფეროში, არამედ აქ მოვხვდი," - ამბობდა ვანო.

ვანო ჯავახიშვილის ოჯახი

ვანოს მეუღლე თაკო მურუსიძეა. წყვილმა ერთმანეთი "ფორტუნა პლიუსში" გაიცნო. ვანო და თაკო ერთი ვაჟის, ნიკოლოზის მშობლები არიან. 

"არასოდეს ცოლისთვის არ მიღალატია.. ჩემთვის ოჯახი ყველაზე მთავარია და როდესაც ოჯახი მთავარია, ნებისმიერი რამ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ოჯახის ამბავს, არ მიყვარს, ვერიდები. მსუბუქი ფლირტიც კი არ მიყვარს, ფლირტი ხომ იციან ბიჭებმა, ასეთი ადამიანები არსებობენ, მართალია არ ღალატობენ მეუღლეებს, მაგრამ არსებობენ. ჩემთვის არ არის ეს მისაღები იმიტომ, რომ მე ამით, ვთვლი, ზიანს ვაყენებ მეუღლეს", - ამბობდა ვანო ჯავახიშვილი "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში".

"ჩვენ ერთმანეთი აგვისტოს ერთ ცხელ საღამოს, შავი ზღვის სანაპიროზე გავიცანით. მე ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ჩემთვის გაგიმეტა. 

შენ ყველაზე კეთილშობილი, უბოროტო და ჰუმანური ადამიანი ხარ მათ შორის, ვისაც მე ვიცნობ. შენ იმდენი მოახერხე, რომ ჩემი რთული ხასიათიც კი შეცვალე და უკეთეს ადამიანად მაქციე. 

მინდა მუდამ წარმატებული იყო, რადგან შენ ნიჭიერთან ერთად საოცრად შრომისმოყვარეც ხარ. მიყვარხარ " - წერდა ჯავახიშვილის მეუღლე.