“მაკიაჟის გამოყენება 14 წლის ასაკიდან დავიწყე, შემდეგ იყო 3 მსობიარობა, ბრძოლა აკნესთნ...“ – „მის საქართველო“ თამთა შედანიას რჩევები სუფთა და მოვლილი სახის კანისთვის - Marao

“მაკიაჟის გამოყენება 14 წლის ასაკიდან დავიწყე, შემდეგ იყო 3 მსობიარობა, ბრძოლა აკნესთნ...“ – „მის საქართველო“ თამთა შედანიას რჩევები სუფთა და მოვლილი სახის კანისთვის

2025-10-14 13:54:10+04:00

მოდელი თამთა შედანია უკვე არაერთი წელია, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის სამი შვილის დედაა. ოჯახური ცხოვრებისა და კარიერის პარალელურად კი, განსაკუთრებით ზრუნავს გარეგნობაზე, რაც რთული შესამჩნევი არ არის - თამთა ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. 

ამჯერად "მის საქართველო 2012" გამომწერებს თავის მოვლის, უფრო კონკრეტულად კი სახის კანის მოვლის შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: 

"ვინც კარგად მიცნობს, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიზუალი და სახის კანის სუფთა, მოვლილი მდგომარეობა, როგორც ჩემი პროფესიისთვის, ასევე, ზოგადად. 

მაკიაჟის გამოყენება 14 წლის ასაკიდან დავიწყე, რადგან ჩემი საქმიანობა დაკავშირებული იყო გადაღებებსა და ჩვენებებთან. ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სამი მშობიარობა იყო, ჰორმონალური ცვლილებები და რთული ბრძოლა მძიმე აკნესთან. 

დღეს ვარ 33 წლის და უკვე ზუსტად ვიცი, რა სჭირდება ჩემს კანს. სახის კანის მოვლის მხრივ, ვიტარებ მხოლოდ იმ პროცედურებს, რომლებიც ნამდვილად ეფექტურია და შეესაბამება ჩემი კანის მოთხოვნებს:

  • ბოტოქსი წვლილი ნაოჭებისთვის (დავიწყე 30 წლიდან და უკვე 3 წელია, რაც ვიკეთებ);
  • პლაზმოთერაპია;
  • ბიორევიტალიზაცია;
  • მეზოთერაპია.

ასევე, პერიოდულად ვიტარებ სკულპტურულ ბუკალურ მასაჟს, რომელიც ხელს უწყობს სახის ბუნებრივ კონტურსა და კანის ტონუსს. 

რაც ყველაზე მთავარია - ინიექციურ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს ყოველთვის ვანდობ მხოლოდ პროფესიონალებს", - წერს თამთა შედანია. 

tamta_shedania

თამთა შედანია

უმშვენიერესი თამთა პირველად ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო დაქორწინებული და მისგან ერთი გოგონა, მია ჰყავს. მია ძალიან ჰგავს დედას და თამთა ხშირად აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთ შვილზე ოცნებობდა.

თამთამ მეორედ  ინტერიერის დიზაინერ რატი რატიანზე იქორწინა: "ცხოვრებაში ძალიან ბევრ სხვადასხვა სტილის ადამიანს შევხვედრივარ, მათ შორის, უცხოელსაც და ამიტომ ადამიანების ამოცნობა მშვენივრად მეხერხება. ადამიანების, განსაკუთრებით, მამაკაცების უმრავლესობა, გაფასებს მხოლოდ სილამაზით, მაგრამ ბევრი იმას ვერ ხვდება, რომ ადამიანში მთავარი სულია და არა გარეგნობა. ადამიანში პიროვნება უნდა დაინახო და არა მისი ლამაზი ნატურა, რაც, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო სქესის ადამიანებს ემართებათ. ის პიროვნება, რომელთანაც ახლა მაქვს ურთიერთობა, არის გაწონასწორებული, განათლებული, დაღვინებული და იცის, როგორ უნდა აგრძნობინოს მანდილოსანს თავი ქალად" - ამბობდა მოდელი. 

თამთასა და რატის სიყვარული უკვე რამდენიმე წელს ითვლის, მათ ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ, რომელიც 2021 წელს შეეძინათ. წყვილმა ჯვარი 2022 წელს დაიწერა, ახლა კი მათ ბედნიერ ოჯახში სასიხარულო სიახლეა - თამთა მესამე შვილს ელოდება.