ბებია და შვილიშვილი - თეა დარჩია ბებიის ამპლუაში და კადრები პატარა ლეასთან ერთად - Marao

ბებია და შვილიშვილი - თეა დარჩია ბებიის ამპლუაში და კადრები პატარა ლეასთან ერთად

2025-10-15 10:21:53+04:00

"სუხიშვილების" მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მარიამი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. მარიამის მეუღლე დავით თოფურია. წყვილი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის, ლეას მშობლები გახდნენ. 

მარიამის დედა თეა დარჩია. თეა არაერთი წელი იყო ანსამბლ "სუხიშვილების" სოლისტი. თეა აქტიურადაა ჩართული პატარა ლეას აღზრდაში, რისი ამსახველი კადრებიც მარიამმა გამომწერებს გაუზიარა.

  • TOP 10 ქართველი ქალი, რომლებზეც ვერასდროს იფიქრებდით, რომ ბებიები არიან 

თეა დარჩია 

უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი "სუხიშვილებს" უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. 

თეა დარჩია 33 წელია, გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. 

  • 4 შვილი, ბებიის ამპლუა და ამბები კამერებს მიღმა: თეა დარჩია იუბილარია 

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.

ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!

გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს" - ამბობდა თეა.

მარიამ მათიაშვილი

მარიამ მათიაშვილი მოცეკვავეა, რომელიც არაერთი წელია "სუხიშვილების" სოლისტია.  მარიამი ქართული ცეკვით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა, რადგან ის თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია. 

როგორც თეა დარჩია არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, მუდმივი გასტროლებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შვილებთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებდა. 

მარიამი უკვე თავადაც დედაა - მას პირველი შვილი, ლეა, 2025 წლის იანვარში შეეძინა. მისი და დავით თოფურიას ქორწილი კი 2023 წელს შედგა. წყვილმა გრანდიოზული წვეულება კაჭრეთში გამართა. ორდღიან აღნიშვნას თან მხიარულება და უამრავი ლამაზი კადრი სდევდა. ქორწილში "სუხიშვილებმა" საოცარი შოუ დადგეს, იცეკვა თეა დარჩიამაც. ფოტოები და ვიდეოები კი სოციალურ ქსელში დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა. 

  • "სუხიშვილების" მოცეკვავე კადრს მიღმა - მარიამ მათიაშვილის ოჯახური კადრები 

მარიამს ქორწილში ორი კაბა, ერთი - უფრო მეტად სადღესასწაულო, მეორე კი - უფრო მოკრძალებული. უმშვენიერესმა პატარძალმა უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. 

ახლა მარიამის ცხოვრებაში მთავარი შვილია - მის სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ლეას ფოტოებსა და ვიდეოებს. ასევე, რჩევებსა და რეკომენდაციებს ახალბედა დედებისთვის.