რა არის ანკილოზი და სასწაული, რომელიც 21 წლის გოგოს თავს ხდება: გაიცანით უფრო ახლოს ლილიანა გოჭოშვილი - Marao

რა არის ანკილოზი და სასწაული, რომელიც 21 წლის გოგოს თავს ხდება: გაიცანით უფრო ახლოს ლილიანა გოჭოშვილი

2025-10-15 10:48:51+04:00

ცოტა ხნის წინ სრულიად საქართველომ გაიცნო მარიამ კოხრეიძე, რომელმაც თურქეთში ყბა-სახის ოპერაცია ჩაიტარა. მის შესახებ ინფორმაცია ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა, იგივე დანტესმა გაავრცელა. მარიამს ყბა-სახის რთული ოპერაცია სჭირდებოდა, ექიმ მედეა იობაშვილისა და საზოგადოების ჩართულობით, დავით ოქროპილაშვილმა საჭირო რესურსის მობილიზება და 16 წლის გოგონას თურქეთში წაყვან შეძლო. იქ მას ორი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ოპერაცია უსასყიდლოდ ჩაუტარდა.

  • ვინ არის ექიმი, რომელმაც 16 წლის ქართველი გოგოს ცხოვრება შეცვალა: მარიამ კოხრეიძის ისტორია 

ამ ამბიდან მალევე დავით ოქროპილაშვილს ლილიანა გოჭოშვილი თავადვე დაუკავშირდა და თავისი პრობლემის შესახებ უამბო. ლილიანა 21 წლის მხატვარია, რომელიც სოფელ ფლავისმანიდანაა.

ლილიანასაც, მარიამის მსგავსად, ყბა-სახის პრობლემა აწუხებდა. მას ანკილოზის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. დანტესის, მედეასა და საზოგადოების დახმარებით, ლილიანა მალევე გადაიყვანეს თურქეთში, ექიმ ალთან ვაროლთან, ცოტახნის წინ გავრცელდა ფოტოები, რომლითაც ვიგებთ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

რა არის ანკილოზი?

ანკილოზი არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს სახსრის სრული ან ნაწილობრივი უმოძრაობას, რაც ვითარდება სახსარში არსებული ძვლოვანი ან ბოჭკოვანი შეერთების გამო.

მოკლედ:ანკილოზი = სახსრის გაშეშება.

ანკილოზის ტიპები:

  • ძვლოვანი ანკილოზი — როცა სახსრის ზედაპირები ერთმანეთს ძვლოვანი ქსოვილით ეზრდებიან.  ამ შემთხვევაში მოძრაობა საერთოდ არ ხდება.
  • ბოჭკოვანი (ფიბროზული) ანკილოზი — როცა ძვლებს შორის ჩნდება მკვრივი შემაერთებელი ქსოვილი. მოძრაობა შესაძლოა ნაწილობრივ შენარჩუნდეს, მაგრამ შეზღუდულად და მტკივნეულად.

გამომწვევი მიზეზები:

ხანგრძლივი ანთება (მაგ., ართრიტი, ოსტეოართრიტი);ტრავმები — განსაკუთრებით მაშინ, როცა სახსარი დიდხანს უძრავად არის;

ინფექციები (მაგ., ტუბერკულოზური ართრიტი);

ოპერაციის ან იმობილიზაციის შემდეგ განვითარებული გართულებები.

ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია: მუხლის, თეძოს, იდაყვის, ყბა-დაკბილვის სახსრები.