"მეგან მარკლმა პარიზის მოდის კვირეულზე საკუთარი თავი დაიპატიჟა" - რა მოხდა "ბალენსიაგას" ჩვენებაზე? - Marao

"მეგან მარკლმა პარიზის მოდის კვირეულზე საკუთარი თავი დაიპატიჟა" - რა მოხდა "ბალენსიაგას" ჩვენებაზე?

2025-10-15 11:38:19+04:00

პარიზის მოდის კვირეულზე ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მომენტი მეგან მარკლის გამოჩენა იყო. სასექსის ჰერცოგინია "ბალენსიაგას" ჩვენებას 4 ოქტომბერს დაესწრო და თავისი ელეგანტური იერით მალევე მიიპყრო ყურადღება. მეგანმა მოირგო თეთრი გრძელი ორეული, რომელშიც კლასიკური სტილი და თანამედროვეობა საინტერესოდ იყო შერწყმული. მეგანის გამოჩენას ჩვენებაზე არაერთი კომენტარი მოყვა. ცოტა ხნის წინ "NEW YORK POST" წერდა იმ შემთხვევებზე, რაც ჰერცოგინიას ჩვენების ფარგლებში გადახდა.

  • მეგან მარკლს ვეღარ იცნობთ: ელეგანტურობის და თავდაჯერებულობის ტრიუმფი - დაუვიწყარი გამოჩენა პარიზის მოდის კვირეულზე 

"ბალენსიაგას" ახალი კრეატიული დირექტორი, პიერპაოლო პიჩოლი, ჟურნალ The Cut-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მარკლის დასწრება ჩვენებზე მოულოდნელი იყო: 

„მე და მეგანმა რამდენიმე წლის წინ გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ ხშირად ვწერთ. მან თავად მომწერა და მითხრა, რომ სურდა ჩემს ჩვენებაზე დასწრება, არანაირი სტრატეგია ან რეკლამა არ ყოფილა, უბრალოდ მინდოდა, სიურპრიზად დარჩენილიყო. მოდის სამყაროში ნამდვილი სიურპრიზები იშვიათია, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამოვიდა“, - თქვა თავად პიჩოლიმ.

  • მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის ტრადიციების წინააღმდეგ - როგორ ცხოვრობს წყვილი დღეს 

მარკლის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ ჰერცოგინია პარიზში მხოლოდ პიჩოლის მხარდასაჭერად იმყოფებოდა. „წლების განმავლობაში მეგანს  პიჩოლის დიზაინით შექმნილი არაერთი სამოსი ჰქონია, მათ შორის არის მჭიდრო თანამშრომლობაა, რომელიც განსაკუთრებულ მომენტებში ჩნდება,“ — ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

თუმცა მეგანის გამოჩენამ არაერთი კრიტიკული კომენტარი გამოიწვია. საზოგადოება მის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად შეხვდა, რადგან ბალენსიაგა სამი წლის წინ სკანდალში გაეხვია - ბრენდის კამპანიაში ბავშვები bondage-სტილის ტანსაცმელში გამოწყობილი ტედის სათამაშოებით იყვნენ გადაღებულნი. სკანდალის შემდეგ ბალენსიაგამ საჯაროდ მოიბოდიშა და განაცხადა, რომ „მკაცრად გმობს ბავშვთა ძალადობას“. 

სწორედ ამ მიზეზით, ბევრმა მეგანის მხარდაჭერა ორმაგ სტანდარტად მიიჩნია. „ქალი, რომელიც ბავშვების უფლებებზე საუბრობს, მიდის ბრენდის ჩვენებაზე, რომელმაც მსგავსი კამპანია ჩაატარა,“ — წერენ სოციალურ ქსელებში. სხვებიც სვამენ კითხვას, „როგორ შეიძლება დედამ, რომელსაც ორი პატარა შვილი ჰყავს - არჩი და ლილიბეთი, დაესწროს ბალენსიაგას ჩვენებას?“ 

მეგან მარკლი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ასევე იმ მიზეზით, რომ თითქოს გაეცინა ერთ-ერთ მოდელზე, რომელიც ჩვენებისას წაიქცა. ჟურნალისტმა შარლოტ გრიფიტსმა GB News-ზე აღნიშნა: „მან სიცილი ვერ შეიკავა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს უხერხული იყო და სცადა რეაქციის დამალვა.“ 

თუმცა მოგვიანებით მეგანის წარმომადგენლებმა Daily Mail-ს განუცხადეს, რომ ის არ იცინოდა მოდელის დაცემის გამო და ეს ინტერპრეტაცია არასწორია. 

მიუხედავად კრიტიკისა, მარკლის გამოჩენა ბალენსიაგას ჩვენებაზე კვლავ განხილვის თემად რჩება,როგორც მოდის სამყაროში, ისე საზოგადოებრივ სივრცეში. ერთი მხრივ, ის პიჩოლის მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის დასაფასებლად მივიდა, ხოლო მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვა: რამდენად შეუძლია მეგან მარკლს საზოგადოებრივი იმიჯის კონტროლი იმ სამყაროში, სადაც ყოველი ჟესტი საჯარო განხილვის საგნად იქცევა.