გასული ზაფხული და შემოდგომა სავსე იყო ულამაზესი ქართველი წყვილების ასევე შთამბეჭდავი ქორწილებითა და ხელის თხოვნებით. ბოლო დროს, ქართველ წყვილებში საქორწინო ცერემონიის საზღვარგარეთ გამართვაც ტრენდული გახდა. სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სახის ქორწილი ვიხილეთ. ყველა მათგანის ერთად თავმოყრა, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა ჩვენ ვეცადეთ, მათ შესახებ მოგვეყოლა და ყველაზე გამორჩეული ქორწილების სიაც შემოგთავაზეთ.
ინფლუენსერი გვანცა მაჭარაძე, მოცეკვავე ქეთი ხადური, ფეხბურთელი გური გიორბელიძე, მსახიობი ლუკა ჭანიშვილი... ეს სია საკმაოდ გრძელია. დღეს კი კიდევ ერთ გამორჩეულ წყვილზე გვინდა მოგიყვეთ.
გიორგი მელიქიშვილისა და გვანცა გოცირიძის იტალიური ქორწილი
სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ ვირუსულად გავრცელდა გიორგი მელიქიშვილისა და გვანცა გოცირიძის ქორწილის კადრები. წყვილმა, ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა საზღვარგარეთ გადაწყვიტა. იტალიურმა წვეულებამ კი დიდი მოწონება დაიმსახურა.
გიორგი მელიქიშვილს სოციალური ქსელების მეშვეობით ბევრი იცნობს - ის ერთ-ერთი წარმატებული ტურისტული სააგენტოს დამფუძნებელია. ამავე სფეროს წარმოადგენს მისი რჩეული, გვანცა გოცირიძეც, რომელიც ასევე საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული სააგენტოს დამფუძნებელია.
გვანცასა და გიორგის ქორწილი “Castello Magona”-ში შედგან, რომელიც მდებარეობს იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, ქალაქ Campiglia Marittima–ში, Venturina Terme-ის დასახლების სიახლოვეს.


ეს არის ისტორიული სასახლე, რომელიც აგებულია შუა საუკუნეების პერიოდში თავდაცვითი დანიშნულებით. მოგვიანებით კი ტურისტული ფუნქცია შეიძინა და დღეს მაღალი დონის რეზიდენციას წარმოადგენს. მას აქვს ოთახები, აპარტამენტები, ბაღები, ავტოპარკინგი, ბრწყინვალე ხედები, აუზი და კომფორტის ყველა პირობა.

წყვილმა სტუმრები სწორედ სასახლის ეზოში მიიღო, ღია ცის ქვეშ გამართულ წვეულებას კი არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის იყო ყველასთვის კარგად ნაცნობი სოსო ნებიერიძე (Soso Around The World).
უმშვენიერესმა პატარძალმა ქართველი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის მიერ შექმნილი საპატარძლო კაბა მოირგო. ულამაზესი მაქმანებით გაწყობილ ფატას განსაკუთრებული დეტალები ამშვენებდა, ამ ყველაფერს კიდე კიდევ უფრო გამორჩეულს ულამაზესი თაიგული ხდიდა.



