"ხშირად მგონია, რომ არ შემიძლია - მაგრამ მერე ვიხსენებ, რომ დედა ვარ. მესმის პატარა ხმები, რომლებიც ჩემზე იმედს ამყარებენ და ისევ ვდგები. ვიღლები, მტკივა, მაგრამ არასდროს ვნებდები. სიძლიერე ჩემშია, იმიტომ, რომ ჩემი სიყვარული უსაზღვროა. მე დედა ვარ - და ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის ვიპოვი ძალას, როცა მათთვის უნდა ვიქცე სამყაროდ," - წერს ნინო გველესიანი.

ნინო ქართველი ძიუდოისტის, ბექა ღვინიაშვილის მეუღლეა. ის 29 წლის ასაკში უკვე 4 შვილის დედაა და ბავშვებს დამოუკიდებლად, ძიძის გარეშე ზრდის. ამის პარალელურად, ნინო სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს. ამჯერად ნინომ გამომწერების კითხვებს უპასუხა.
კითხვაზე თუ როგორ ახერხებს ნინო ოთხი შვილის ძიძას გარეშე აღზრდას, პასუხობს, რომ ეს მართლაც ძალიან რთულია:
"გმირობამდე ძალიან ბევრი მაკლია, ძალიან რთულია ოთხი ბავშვის მარტო აღზრდა და მოვლა, მაგრამ ყველაზე რთულია მელანია. რთულია, მაგრამ ყველაფერს ვუმკლავდები - სხვა გზა არ არის" - ამბობს ნინო.
ამასთან, უამრავი კითხვა იყო იმის შესახებაც, თუ როგორ ახერხებს ის 4 მშობიარობის შემდეგ იდეალურ ფორმაში ყოფნას:
"სამწუხაროდ, ყველაფერს ვჭამ, ჯერ-ჯერობით ისევ ვერ გამოვედი მშობიარობის შემდგომი დეპრესიიდან. ამიტომ არ მაქვს იმის თავი, რომ 18-საათიანი დიეტა დავიწყო, როცა შევძლებ, აუცილებლად დავიწყებ.
როცა მინდა, მაშინ ვჭამ, არის დღეები, როცა საერთოდ არ ვჭამ, არის დღეები, როცა ძალიან ბევრს ვჭამ და ვერ ვგრძნობ დანაყრებას. წონას რაც შეეხება, ისევ ის წონა ვარ, რაც სამშობიაროდან გამოსვლის დღეს ვიყავი, საერთოდ არაფერი დამიკლია. იდეალურ წონამდე ძალიან ბევრი მინდა", - ამბობს ნინო.
.jpg)
ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი რამდენიმეწლიანი სიყვარულის შემდეგ, 2019 წელს დაქორწინდნენ. ამავე წელს მათ პირველი შვილი, მაშო შეეძინათ. 2022 წელს ბექადა ნინო ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც გიორგი დაარქვეს. 2024 წელს მათ ოჯახს კიდევ ერთი პატარა, ამჯერად გოგო შეემატა. ოჯახის ახალ წევრს მელანია დაარქვეს. გასულ ზაფხულს კი ბექა და ნინო მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ - მათ მატილდა ჰყავთ.

ბექა ღვინიაშვილი და ნინო გველესიანი უკვე მრავალშვილიანი მშობლები არიან და ამ მისიას წარმატებით უძღვებიან - მშობლები აქტიურად არიან ჩართული არიან ბავშვების აღზრდაში. ოჯახი ქალაქგარეთ ცხოვრობს და ნინოს ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია. აღნიშნავს, რომ პატარებთან ერთად ოჯახისგან და მეგობრებისგან მოშორებით ყოფნა რთულია, რადგან ყველა პასუხისმგებლობა მასზე და ბექაზეა. ბექა სპორტული კარიერიდან გამომდინარე კი, ნინოს ხშირად უწევს ბავშვებთან ერთად მარტო ყოფნა. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს, რომ შვილებისთვის მშვიდ გარემოსა და სუფთა ჰაერზე ყოფნა უფრო პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მოცემულობას თავს მარტივად ართმევენ.
ნინოს და ბექას ბედნიერი ოჯახი აქვთ, ისინი შვილებთან ერთად ხშირად აწყობენ საოჯახო ფოტოსესიებს, მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დიდ სიყვარულს იღებენ.