"მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, არ ვყოფილიყავი მეუღლეზე დამოკიდებული" - სალომე შარვაძე, როგორც მეუღლე და როგორც დედა - Marao

"მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, არ ვყოფილიყავი მეუღლეზე დამოკიდებული" - სალომე შარვაძე, როგორც მეუღლე და როგორც დედა

2025-10-15 17:26:21+04:00

მსახიობ და ტელეწამყვან სალომე შარვაძეს არაერთი წელია საზოგადოება კარგად იცნობს. მას დიდი პოპულარობა სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. ის ქეთის როლს ასრულებდა. სალომე არაერთ ტელეპროექტში იღებდა მონაწილეობას და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოსინჯა ძალები.

სალომეს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. ის სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს და გამომწერების შეკითხვებსაც პასუხობს.

  • "წონამ ნამდვილად დაიწყო კლება, - 8კგ" - სალომე შარვაძის განსხვავებული იმიჯი და ცხოვრების სტილი

ამჯერად კი სალომე შარვაძე ოჯახზე, პროფესიასა და სხვა საინტერესო თემებზე რადიო „ფორტუნა პლუსს" ესაუბრა. 

სალომე შარვაძე - პროფესია 

ჩემი პირველი პროფესია ფარმაცევტობაა, ბებო მყავდა პროვიზორი, სულ მახსოვს ჩვენს კართან მოსული ადამიანები, რომლებსაც პრეპარატები სჭირდებოდათ და ბებო სულ შოულობდა მათთვის წამლებს. რომ გავიზარდე, ოჯახმა მთხოვა, ჩამებარებინა სამედიცინოზე და ჩავაბარე. პარალელურად დავდიოდი სტუდია „ბერიკებში“. შემდეგ კი მივხვდი, რომ ძალიან დამწყდებოდა გული, რომ არ მეცადა. მივხვდი, რომ თუ არ ხარ ბედნიერი საკუთარი პროფესიით, ის უნდა სცადო, რაც გაგაბედნიერებს. მოკლედ, შევიტანე საბუთები თეატრალურ უნივერსიტეტში და სტიპენდიატიც ვიყავი. ძალიან მიყვარდა თეატრი და სცენა. შემდეგ დავოჯახდი, ჩემი მეუღლე ყველაფერში მხარში მიდგას, აგერ უკვე 18 წელია, ერთად ვართ.

sharvadze

სალომე შარვაძე - "ჩემი ცოლის დაქალები"

იყო სერიალი „საპონი“, რომელიც „იმედზე“ გადიოდა, ასევე „გოგოები და ბიჭები“ და „ჩემი ცოლის დაქალები“.

  • ბიზნესმენი ქმარი, ერთი შვილი და წარმატებული კარიერა - სალომე შარვაძის უცნობი ამბები

მართას დაბადებამ დამავიწყა ყველაფერი. 22 წლის ვიყავი, ძალიან პატარა, მე და მართა ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ.

  • "თითქმის ერთი წელი საშინელ ტკივილებთან და მძიმე რეაბილიტაციასთან ბრძოლაში გავატარე..." - მუდამ ღიმილიანი მსახიობის რთული პერიოდი

ყოველთვის მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, არ ვყოფილიყავი მეუღლეზე დამოკიდებული, ამიტომაც მალე დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას. ყოველთვის ვცდილობ, რომ განვვითარდე და ვაკეთო მეტი.

salome

სალომე შარვაძე - დედა 

მე დღეს ვარ მართა არველაძის დედა, ისე მომწონს ეს… არ მიყვარს ხმამაღლა ჩემს შვილზე საუბარი, თუმცა ასეა, ვამაყობ. ის ბავშვობაში ცელქი და აქტიური იყო, შემდეგ შეიცვალა. მართა უკვე სკოლის პრეზიდენტია. მან დააარსა კერძო სკოლების პრეზიდენტთა ასოციაცია, აკეთებენ უამრავ ღონისძიებას, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. მან გაეროში, ვაშინგტონში აიღო საპატიო დელეგატის წოდება.

sharvadze