საავადმყოფოდან პოდიუმზე - მოდელი "სუპერძალებით" და ბელა ჰადიდის დიდი დაბრუნება Victoria’s Secret Fashion Show 2025-ზე - Marao

საავადმყოფოდან პოდიუმზე - მოდელი "სუპერძალებით" და ბელა ჰადიდის დიდი დაბრუნება Victoria’s Secret Fashion Show 2025-ზე

2025-10-16 10:14:37+04:00

2025 წლის 15 ოქტომბერს ბელა ჰადიდი გრანდიოზულად დაბრუნდა მოდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებაზე — Victoria’s Secret-ის შოუზე. მისი გამოჩენა სცენაზე განსაკუთრებულად ემოციური იყო, რადგან მოდელი ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა.

  • Victoria’s Secret-ის TOP 10 ლეგენდარული მოდელი: ამბები ყველაზე „ვარდისფერი“ შოუს კულისებიდან 

ჯანმრთელობის პრობლემები და დროებითი შესვენება

ბელამ მიმდინარე წლის ზაფხულში საჯაროდ ისაუბრა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მოდელმა სოციალურ ქსელებში საავადმყოფოს საწოლიდან რამდენიმე ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ რთულ პერიოდს გადიოდა.

როგორც ცნობილია, ბელას ლაიმის დაავადება აწუხებს, რაც  ქრონიკული ინფექციაა და ადამიანის ორგანიზმის სრულად გამოფიტვას იწვევს. მისმა დედამ, იოლანდა ჰადიდმაც არაერთხელ ისაუბრა ბელას მდგომარეობაზე. 

"რო­გორც მიხ­ვდე­ბით, ჩემ­თვის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია ჩუ­მად ვუ­ყუ­რო ჩემი ბე­ლას ბრძო­ლას. ქრო­ნი­კუ­ლი ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა რო­გორ ტან­ჯავს ადა­მი­ანს, ეს სხვებისთვის ძნე­ლი ასახ­სნე­ლი და გა­სა­გე­ბია. ვერანაირი ტკი­ვი­ლი შე­ედ­რე­ბა ჩემი შვილის ტან­ჯვის ყუ­რე­ბას. მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო 15-წლი­ა­ნი ძი­ე­ბის შემ­დეგ, კვლავ გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, ვი­პო­ვო ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი წა­მა­ლი.

ჩემს მშვე­ნი­ერ ბე­ლი­ტას: შენ სა­ოც­რად მა­მა­ცი ხარ. არც ერთი ბავ­შვი არ უნდა იტან­ჯე­ბო­დეს გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ შენი გამ­ბე­და­ო­ბით და იმით, რომ მზად ხარ, ამ ბრძო­ლა გა­აგ­რძე­ლო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად უშედეგო პრო­ტო­კო­ლე­ბი­სა და უამ­რა­ვი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა, რო­მელ­საც ამ გზა­ზე წა­ა­წყდი. არ არ­სე­ბობს სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­წერს იმ სიბ­ნე­ლეს, ტკი­ვილ­სა და ჯო­ჯო­ხეთს, რო­მე­ლიც დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან გა­და­ი­ტა­ნე. 

ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ ასე­თი მებ­რძო­ლი ხარ. მარ­ტო არ ხარ, გპირ­დე­ბი, რომ ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე და­გეხ­მა­რე­ბი, რაც არ უნდა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს ეს.

მკურ­ნა­ლო­ბის კი­დევ ერთი თვე გა­და­ი­ტა­ნე, ვიცი, რომ ღმერ­თი მო­წყა­ლეა, სას­წა­უ­ლე­ბი ყო­ველ დღე ხდე­ბა. ვლო­ცუ­ლობ შენი სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო. ამ და­ა­ვა­დე­ბამ დაგ­ვა­ჩო­ქა, მაგ­რამ ჩვენ ყო­ველ­თვის ფეხ­ზე ვდგე­ბით. ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას უკე­თე­სი დღე­ე­ბის­თვის.

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, ჩემო ძლი­ე­რო მე­ო­მა­რო", - წერდა მაშინ იო­ლან­და ჰა­დი­დი.

  • რა სჭირს ბელა ჰადიდს? სუპერმოდელის გულწრფელი პოსტი და დედის, იოლანდა ჰადიდის ემოციური წერილი 

ბელას ჯანმრთელობის მდგომარეობამ მის კარიერაზეც იმოქმედა - რამდენიმე თვე იგი არ ჩნდებოდა არც პოდიუმზე, არც კამერის წინ. თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, მკურნალობასა და შინაგანმა განწყობამ  საბოლოოდ შედეგი გამოიღო.

დიდი დაბრუნება

გუშინ, ნიუ-იორკში გამართულ Victoria’s Secret 2025 წლის ჩვენებაზე, ბელა ჰადიდი კვლავ პოდიუმზე გამოჩნდა და მაყურებელს დაუვიწყარი შოუ აჩუქა.

მისი პირველი ლუქი წითელი ფერის, თამამი კოსტიუმი იყო, რომელიც სრულყოფილად წარმოაჩენდა მის თავდაჯერებულობას. მეორე გამოსვლაზე კი მოდელმა თეთრი, ბრილიანტებით მორთული სამოსი მოირგო. აღსანიშნავია, რომ ბელამ თეთრი ლუქით დახურა შოუ და უამრავი ოვაცია დაიმსახურა.

  • დიდი სიურპრიზი! ვერც კი იცნობთ: ბელა ჰადიდის დაუვიწყარი გამოჩენა ახალი იმიჯით კანის კინოფესტივალზე 

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მისმა თეთრ-ქერა ვარცხნილობამ, რომელიც მოდის კრიტიკოსებმა “ბელას ყველაზე თამამ გარდასახვად” შეაფასეს.

ბელას ეს დაბრუნება არ იყო მხოლოდ მორიგი მოდის ჩვენება, ეს იყო პირადი გამარჯვების გამოვლინება. მან შეძლო, რომ ჯანმრთელობის სირთულეების მიუხედავად, დაჰბრუნებოდა ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ ინდუსტრიას და დაამტკიცა, რომ მას მუდმივად შეუძლია ფეხზე წამოდგომა

მისი გამოსვლა შოუს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტად დასახელდა როგორც მაყურებლის, ისე მოდის ექსპერტების მიერ. ბელამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი არ არის მხოლოდ ლამაზი სახე პოდიუმზე - ის არის ნამდვილი პროფესიონალი და ძლიერი პიროვნება.