"ვერავინ წაგართმევთ თქვენს სულიერ ძალას, სიკეთის კეთების სურვილს" - რას წერს ჯორჯინა ილიასთან დაშორების შემდეგ - Marao

"ვერავინ წაგართმევთ თქვენს სულიერ ძალას, სიკეთის კეთების სურვილს" - რას წერს ჯორჯინა ილიასთან დაშორების შემდეგ

2025-10-16 10:57:00+04:00

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ. ამ ამბების შემდეგ ჯორჯინა სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობდა. ცოტა ხნის წინ ჯორჯინამ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ილიას და ჯორჯინას დაშორების შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც წყვილამა სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა და ერთმანეთის გამოწერა გააუქმეს. 

ამჯერად ჯორჯინამ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს:

"ვერავინ წაგართმევთ თვითგანვითარების უნარს, თქვენს სულიერ ძალას, აზროვნების პროცესს, ზრდის, სწავლისა და სიკეთის კეთების სურვილს... და ეს თქვენი ყველაზე დიდი ჯილდოა", - წერს ჯორჯინა. 

  • "სიყვარული, რომელიც თვალებს გიხელს" - რა ვიდეოს აქვეყნებს ილია თოფურიას მეუღლე გავრცელებული ჭორების შემდეგ 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცოტა ხნის წინ ილია საქართველოში ჩამოვიდა და აქ იმყოფება.

ილია თოფურიას პირადი ცხოვრება 

ილია თოფურია ესპანური გადაცემისა თუ პოდკასტების ხშირი სტუმარია. ილიას უყვარს საკუთარი გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის, მოტივაციის მიცემა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, თუმცა პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს. 

როგორც ცნობილია, ილია თოფურია ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას წარსულში სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მისი შვილის, ჰუგოს დედასთან. ამ ურთიერთობის შესახებ ილიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ჰუგოს შესახებ ხშირად წერს. 

ილია თოფურიას მეორე საჯარო ურთიერთობა ჯორჯინა უზკატეგუისთან ჰქონდა. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, "Future and Energy" ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე.

  • "ჩემი მისიაა, მოგცე სიძლიერისა და პატიოსნების მაგალითი" - ილია თოფურიას მეუღლე ხმაურიანი ჭორების შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს 

  • საიდუმლო რომანი, ორი შვილი და ხმაურიანი დაშორება: ილია თოფურიას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები 

ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებდა სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს.  მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ - ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია "Future and Energy" დააარსა.

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის ერთი წლის წინ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. წყვილი პატარა ჯორჯინასა და ჰუგოს ერთად ზრდიდა. ოჯახის, ოჯახური ცხოვრებისა და დედობის შესახებ კი ჯორჯინა საკუთარ გვერდზე ხშირად წერდა. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოები წაშალეს. ამასთან, მათ ერთმანეთის გამოწერაც გააუქმეს. ესპანური მედია, მაგალითად, elperiodico.com, diariosur.es აქვეყნებენ სტატიებს, სადაც მათი დაშორების შესახებ წერენ. წყვილს ურთიერთობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.