2024 წელს, 5-წლიანი პაუზის შემდეგ Victoria's Secret Fashion Show დაბრუნდა.პირველი ჩვენება, რომელიც სტეფანი სეიმურმა წარადგინა, ნიუ-იორკში, Plaza Hotel-ში 1995 წლის აგვისტოში გაიმართა. ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ ბევერლი პილი და ფრედერიკ ვან დერ ვალი. მას შემდეგ ეს იქცა მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ყურებად, მოთხოვნად და საინტერესო შოუდ, რომელსაც ადამიანების მსოფლიოს ყველა წერტილში მთელი წლის მანძილზე ელოდნენ. შოუს პირდაპირ ეთერში სანახავად უამრავი ღამესაც კი ათენებდა და მომდევნო დილა, რა თქმა უნდა, ამ თემის განხილვით იწყებოდა.
შოუს მუსიკალური ელემენტები, განსაკუთრებულად თვალისმომჭრელი ვიზუალი და, ცხადია, მსოფლიოში აღიარებული სუპერვარსკვლავები დაუვიწყარ საღამოდ აქცევდნენ. ასე იყო წლების მანძილზე - 2018 წლამდე. 2019 წელს კი ცნობილი გახდა, რომ სტუარტ ბურგდერფერმა თქვა, რომ შოუ აღარ გაიმართებოდა.მილიონობით გულშემატკივრის გულის წყვეტას თან ახლდა კომენტარები, რომ ბოლო წლებში შოუ აღარ იყო ისეთი შთამბეჭდავი, როგორ მანამდე, რომ მან საკუთარი თავი უკვე ამოწურა... თუმცა 2024 წელს ყველაფერი შეიცვალა - როცა Victoria's Secret Fashion Show გრანდიოზულად დაბრუნდა.
გუშინ, 2025 წლის 15 ოქტომბერს ბრუკლინში, ნიუ-იორკში, საღამოს 7 საათზე Victoria’s Secret Fashion Show 2025 გაიმართა. ყოველწლიურ ჩვენებასთან ერთად, გარდაუვალად ჩნდება რამდენიმე კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვიფიქრია, თუ რატომ იღებდნენ შოუს ორჯერ, რა მნიშვნელობა აქვს ვარდისფერ სეგმენტს და შეიძლება თუ არა ჩვენებაზე ბილეთების შეძენა, კითხვა, რომელზეც ჯერ კიდევ ვერ ვუპასუხეთ, არის ის, თუ რას ნიშნავს მოდელისთვის ფრთების ტარების პატივი.
ჭორი, რომ Victoria's Secret-ის ანგელოზებსა და ჩვეულებრივ მოდელებს შორის განსხვავება ისაა, რომ მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ ფრთების ტარება, მხოლოდ ჭორია. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ანგელოზებს მაღალანაზღაურებადი კონტრაქტის გაფორმება სთავაზობენ - კონტრაქტს, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს მოიცავს, როგორიცაა ფოტოსესიები, კამპანიები და სპეციალური გამოჩენები.
რაც არ უნდა გააკეთოთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას და ფრთიან მოდელს ანგელოზს ნუ უწოდებთ და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრთიან მოდელებს ანგელოზები არ უნდა ეწოდოთ, ამ ერთ-ერთი შთამბეჭდავი ქმნილების ტარების პატივი - რომლის დამზადებასაც შეიძლება ასობით საათი დასჭირდეს - არ არის პატარა მიღწევა და მნიშვნელოვანი ეტაპია მოდელის კარიერაში. ანალოგიურად, მოდელის ფრთების ზომა და სიდიადე თავისთავად შეიძლება წარმატების გარკვეულ დონედ მივიჩნიოთ.
თუმცა, ყოველწლიურად ფრთების ტარების მიზნით შერჩეული მოდელების რაოდენობამ შეიძლება საკმაოდ დიდი სკანდალი გამოიწვიოს, რადგან ზოგიერთ მოდელს წლები უწევს ლოდინი პირველი ფრთის მოპოვებისთვის, მაგალითად, ჯოზეფინ სკრივერმა პურველად ფრთები Victoria's Secret-ის დებიუტიდან ხუთი წლის შემდეგ მოირგო, მაგრამ ბელა ჰადიდს ფრთები 2016 წელს, პირველივე ჩვენებაზე ერგო.
Victoria's Secret-ის ფრთების შემქმნელმა, მარიან ჰოსმა, Vogue UK-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოდელებს ფრთები მხოლოდ შობუმდე ორი კვირით ადრე ენიჭებათ. მოდელი, რომელსაც ფრთები ენიჭება, ჩვენებამდე მას სამჯერ ირგებს.
სკრივერმა აღნიშნა ისიც, რომ შოუმდე, მორგების დროს, კოდურ სიტყვებს იყენებენ, რადგან სხვა პირებმა არ გაიგონ, ვის ეკუთვნის ის პოდიუმზე გამოჩენამდე.