თამო ვაშალომიძე შანტაჟისა და მუქარის შესახებ საუბრობს: "არც სახლ-კარი მინდა, არც მანქანა... წარმატებებს გისურვებთ ჩემს განადგურებაში" - Marao

თამო ვაშალომიძე შანტაჟისა და მუქარის შესახებ საუბრობს: "არც სახლ-კარი მინდა, არც მანქანა... წარმატებებს გისურვებთ ჩემს განადგურებაში"

2025-10-16 11:36:27+04:00

თამო ვაშალომიძემ ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც შანტაჟსა და მისი კომპანიის განადგურებაზე საუბრობს. 

"ჩემი პოზიცია უნდა გითხრათ და ვფიქრობ, რომ ადრესატთან მივა ძალიან მარტივად. ამ თემას ბოლოჯერ ვეხები და წერტილს ვუსვამ. უბრალოდ ჩემი პოზიცია უნდა იცოდეთ.

შეიძლება არავინ არ მყავდეს არც მთავრობაში, არც პოლიციაში, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეგობრები და გამომწერები მყავდნენ, მაგრამ არ ვთვლი ჩემს თავს სუსტად, არ ვთვლი გოგოდ თავს, რომელსაც შეიძლება რაღაცის მუქარამ შეაშინოს. სულ ნულზე რომ დავრჩე და გამინადგურონ ჩემი კომპანია, ან ყველაფერი წამართვან, არ მეშინია ნულიდან აღვდგე და ავაშენებ. აბსოლუტურად არაფრის არ მეშინია, ჩემთან შანტაჟით საუბარი, ამ ცხოვრებაში არის ყველაზე ცუდი მეთოდი. არაფერს არ ვაკონკრეტებ, არავის არ ვეხები, არავისზე არ ვსაუბრობ. მინდა იცოდეთ, მათ ვისაც ეს ვიდეო ეხება, კარგად შემომხედოთ, იცით და მიცნობთ, მე როგორი ადამიანი ვარ, როგორი კეთილი გული მაქვს, როგორ მიყვარს ადამიანი და ცხოველები, როგორ შემიძლია ადამიანს მხარში ამოვუდგე, მაგრამ ისიც კარგად იცით, სულიერად როგორი ძლიერი ადამიანი ვარ. არარსებულია მე ვიღაცამ დამაშანტაჟოს ჩემი კომპანიის განადგურებით. რაც არ უნდა გამიკეთოთ, იცოდეთ, რომ მე არ ვთამაშობ არანაირი ბინძური თამაშით, მე ვარ სუფთა ადამიანი. ჩემი ცხოვრების მანძილზე არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია და არც გავაკეთებ, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის მხარეს ვარ. არავის არც სახლ-კარი მინდა, არც მანქანა და არც არაფერი არ მჭირდება და არც ამის ამბიცია მქონია, რომ ვინმეს რამე მჭირდებოდეს და ჩემი კომპანიის განადგურება მარტივი არ არის. თუ ვინმე გამინადგურებს, იცოდეთ ნულიდან დავიწყებ. ახლა გამოვიპრანჭები და მივდივარ "რობერტო კავალის" საღამოზე. ეს არის იმ ყველაფრის პასუხი, რაც გავიგე და წარმატებებს გისურვებთ ჩემს განადგურებაში" - ამბობს თამო ვიდეო მიმართვაში.

  • VIDEO: რას ამბობს თამო ვაშალომიძე ყოფილი მეუღლის შესახებ: "მარტის მერე ურთულეს, ჯოჯოხეთურ გზას გავდივარ" 

თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

 "პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

  • ცნობილი ბრენდის კაბა და ვარსკვლავური გამოჩენა მილანში: რა ღირს თამო ვაშალომიძის სამოსი, რომელიც მან მოდის კვირეულზე მოირგო 

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.  

" ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა." - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.