შემოდგომის სეზონზე ტემპერატურის ცვლილება სწრაფად აისახება მშრალ კანზე - დაბალი ტენიანობა და სიცივე მის გაუწყლოებას იწვევს, რის გამოც დამცავი ბარიერი ზიანდება და გვაქვს დაჭიმვის შეგრძნება, ქავილი, სიწითლე და დისკომფორტი. ეს კი ზრდის ანთების, ნაოჭებისა და წვრილი ხაზების განვითარების რისკს.
სწორი სეზონური რუტინით შესაძლებელია, ეს მდგომარეობა მარტივად ვმართოთ. ამისათვის კი სულაც არ გვჭირდება ძვირადღირებული პროდუქტები, მთავარია, მათ შემადგენლობასა და ხარისხზე გავამახვილოთ ყურადღება.

მშრალი კანის მეორე სახელწოდება ქსეროზია და როცა მასზე ვსაუბრობთ, უნდა დავიწყოთ გენეტიკური ფაქტორებით, რომელიც როგორც წესი, წამყვან როლს თამაშობს. ამავდროულად, სიმშრალე შეიძლება სხვა გარემოებებითაც იყოს გამოწვეული:

ცივ კლიმატურ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა კანის ბუნებრივი ბარიერის დაცვაა. თუ ზაფხულში მსუბუქ საცხებს ვიყენებდით და მოვლის მინიმალისტური რუტინა გვქონდა, შემოდგომაზე შედარებით სქელი კონსისტენციისა და ღრმა დატენიანებაზე ორიენტირებულ პროდუქტებზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ამ სეზონზე ჰიალურონის მჟავა მთავარ გმირად გვევლინება.
მოვლის საშუალებების შერჩევისას უმჯობესია, ყურადღება მივაქციოთ, რომ პროდუქცია იყოს დერმატოლოგების მიერ რეკომენდებული და არ შეიცავდეს ეთერზეთებს, პარფიუმს, ალკოჰოლსა და სხვა ისეთ ინგრედიენტებს, რომელიც კიდევ უფრო გამოგვიშრობს კანს. ასეთი პროდუქციის მოძიება კი ბიუჯეტურ ფასადაც შეგვიძლია. ისეთი ევროპული ბრენდები, როგორც „ფარმაცერისი“ (Pharmaceris) და „ქულ ბიუთია“ (Kool Beauty) გვთავაზობს დერმატოლოგიურად შემოწმებულ, ანტიალერგიულ და ყველა ტიპის კანთან თავსებად საშუალებებს. ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ბრენდების მშრალი კანის ხაზზე და შევადგინოთ მარტივი კანის მოვლის რუტინა.

ბრენდის ორფაზიანი შრატი და დამატენიანებელი კრემი განკუთვნილია მშრალი, მათ შორის გაუწყლოებული კანისთვისაც.
ჰიალურონისა და ჟოჟობას ზეთის კომბინაციით შექმნილი შრატის რამდენიმე წვეთი უზრუნველყოფს სრულყოფილ დატენიანებას და გვიტოვებს კომფორტის შეგრძნებას. ყოველდღიური გამოყენებისას კანი ხდება უფრო ნათელი, უმჯობესდება ტონუსი და ელასტიკურობა. რაც მთავარია, პროდუქტი ეფექტს გვაძლევს გრძელ ვადაში. შრატი ჩვენს კანს დაეხმარება, ზამთრის ყველაზე სუსხიან დღეებშიც კი შეინარჩუნოს ტენიანობა.
დამატენიანებელი კრემი, რომელიც ჰიალურონის მჟავით არის გამდიდრებული, იდეალურია შრატის შემდგომ საფეხურად. მისი უცხიმო ტექსტურა სწრაფად შეიწოვება, აძლიერებს შრატის მოქმედებას და უზრუნველყოფს კანის ტენიანობას მთელი დღის განმავლობაში.

დერმატოლოგიური ბრენდის „ფარმაცერისის“ ბარიერის დამცავი კრემი შექმნილია სახისა და სხეულის მგრძნობიარე, მშრალი, ძალიან მშრალი, გაღიზიანებისა და ალერგიისადმი მიდრეკილი კანისთვის. ის ეფექტურად დაგიცავთ ისეთი გარე ფაქტორებისგან, როგორიცაა ყინვა, ქარი, მშრალი ჰაერი და აქტიური ნივთიერებები, რომელმაც გაღიზიანება გამოიწვია.
კრემი ასევე შეგიძლია გამოიყენოთ ატოპიური დერმატიტის პრევენციის ან რეციდივის რისკის შესამცირებლადაც. პროდუქტში შემავალი აქტიური ნივთიერებები - კერამიდები და ლიპიდები უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ეპიდერმისის ოპტიმალურ კვებასა და სიგლუვეს, ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას და ებრძვის მიკროდაზიანებებს.
აღსანიშნავია, რომ ბარიერის აღმდგენ კრემს არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და იდეალურია ცივ სეზონებზე ყოველდღიური გამოყენებისთვის. საუკეთესო შედეგისთვის კი რეკომენდებულია, რუტინაში ჩასვათ „ფარმაცერისის“ დასაბანი ემულსია, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს კანს და ხსნის სიმშრალეს, ქავილსა და გაღიზიანებას.

„ფარმაცერისის“ ტანის დამატენიანებელი ბალზამი რეკომენდებულია მგრძნობიარე, მშრალი და ძალიან მშრალი კანის ყოველდღიური მოვლისთვის. ასევე, პროდუქტი იდეალურია ეპიდერმული დეჰიდრატაციისადმი მიდრეკილი კანისთვის.
გარდა ამისა, კრემი გამოიყენება პრევენციის მიზნითაც, ატოპიური დერმატიტის გამწვავების რისკის შესამცირებლად. ასაკობრივი შეზღუდვა არც აღნიშნულ პროდუქტს არ აქვს და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.
რომ შევაჯამოთ, ცივ სეზონებზე მშრალი კანის მოვლის რუტინაში წამყვან როლს ასრულებს ბარიერის დამცავი და აღმდგენი კრემები, რომელიც მნიშვნელოვანია დისკომფორტის, გართულებებისა და წვრილი ხაზების პრევენციისთვის.
[R]