გულისამაჩუყებელი კადრები - დედა და შეყვარებული ერთად: ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ნიკოლოზის გასამხნევებლად - Marao

გულისამაჩუყებელი კადრები - დედა და შეყვარებული ერთად: ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ნიკოლოზის გასამხნევებლად

2025-10-17 10:13:54+04:00

ქართველი ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მონაწილეა. მთელი ტურნირის განმავლობაში ნიკოლოზი შესანიშნავი უპირატესობით სარგებლობს. მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა კადრმა განსაკუთრებული ემოციები გააღვიძა გულშემატკივარში. ტურნირს ნიკოლოზის დედა და შეყვარებული ესწრებოდნენ.  ნიკოლოზის ნომერი პირველი გულშემატკივრები სწორედ მისი ოჯახია და ამ კადრებით კიდევ უფრო ნათლად ჩანს, როგორ გვერდში უდგანან სპორტსმენს და რამდენად თბილი დამოკიდებულება აქვთ.

ნიკოლოზის შეყვარებული კარლოტა ელენაა, რომელიც მუდმივად მის გვერდითაა და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზის ასისტენტობას. 

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად: რა ფოტოებს აქვეყნებს ჩოგბურთელი 

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოტა ელენა

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოში არამხოლოდ მისი სპორტული კარიერის, არამედ ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამოც იცნობენ, რამდენიმე წლის წინ მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ხანგრძლივი და დაძაბული განხილვების შემდეგ, რომლებსაც მედიაც აქტიურად აშუქებდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა. 

მოწმის სახის დასაკითხად საქართველოში იმყოფებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული, წარმოშობით გერმანელი სპორტსმენი კარლოტა ელენაც. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

კარლოტა გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. კარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.

  • "ეს ისაა, რაც გვჭირდება" - ფოტოები საქართველოდან, მოგზაურობა მსოფლიოში და შეყვარებული წყვილის რომანტიკული კადრები 

გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა კარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ასისტენტობას. 

კარლოტა ელენა გერმანიაში ცნობილი მოდელია. მას ბოლო წლების მანძილზე არაერთ ცნობილ ბრენდთან უთანამშრომლია და ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებშიც. მისი ქონება დაახლოებით 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

კარლოტა ელენა მოგზაურობის მოყვარულია, რაც მისი სოციალური ქსელებიდან აშკარაა. გოგონა მეგობრებსა და მეგობარ მამაკაცთან ერთად ხშირად მოგზაურობს ტროპიკულ ქვეყნებში, აქვეყნებს ფოტოებს მზიანი სანაპიროებიდან და გატაცებულია სერფინგითაც.