ნინო ცქიტიშვილს ქართულ სამოდელო სექტორში კარგად იცნობენ. ნინო ცნობილი სამოდელო სააგენტოს Look Models-ის დამფუძნებელია. მან არაერთი წარმატებული ქართველი მოდელი გამოზარდა. ნინო ამ ყველაფრის პარალელურად არაჩვეულებრივი დედა და მეუღლეა. ის კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილზეა დაქორწინებული და წყვილს 4 შვილი ჰყავს.
ნინო ამჟამად სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აზიარებს. ის ელეგანტურად გამოიყურება და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს. მან ნინა გავაშელის შექმნილი სამოსი მოირგო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის დახვეწილობას.



ნინო ცქიტიშვილი
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
უფროსს ქალიშვილს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია კარგად იცნობს.
ვატო ნაცვლიშვილი
ვატო ნაცვლიშვილი ყოფილი კალათბურთელია. ის 1990-1993 წლებში კლუბ "მართვეში" თამაშობდა. 1995-1996 წლებში ამერიკის “ბოსტონკოლეჯი” კლუბში თამაშობდა. 1998 წელს თურქეთის “კარშიაკა" კალათბურთელი იყო. 2003 წლიდან საფრანგეთის “დიჟონში" ირიცხებოდა. ვატო 1994-2007 წლებშ საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.
2004 წელს გახდა ფიბა-ევროპის თასის გათამაშების მეორე პრიზიორი. 2004 წელს საფრანგეთის თასის და სუპერთასის მფლობელი. 2002-2003 წელს გახდა პორტუგალიის ჩემპიონატის პრიზიორი. 1997, 1998 და 2001 წლებში ვატო გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი.