ცოტა ხნის წინ ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილის დედა გახდა. მას და დავით კაჭარავას ქალიშვილი სახელად მარია შეეძინათ. ქეთი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ქალების და დედების მამოტივირებელ ვიდეოებს და ახალბედა დედებს მუდმივად აძლევს რჩევებს. ამჟამად ქეთიმ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პატარა მარია მშვიდ ძილზე საუბრობს.
"დედობას, რაც შეეხება, კი პატარაა ჯერ მარია და მელატონინს ვერ გამოიმუშავებს, მისი ძილის დალაგება ადრეა, მაგრამ სამ ძირითად წესს მივზდევ. ამის მიხედვით მარიას ძილი გახდა ბევრად მარტივი, დედებო დაიცავით სამი ოქროს წესი.
1. ღამის ძილი იწყება მასაჟისა და ბანაობის შემდეგ, აუცილებელია დაბალი შუქი ოთახში;
2. სიჩუმე, სიმშვიდე (დღე იძინებს ხმაურში);
3. რეჟიმი და რუტინული ხდება ყველაფერი." - ამბობს ქეთი და ვიდეოს ავრცელებს.
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა მეორე საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინათ. პატარას მარია დაარქვეს.
პატარა მარია ქეთისთვისაც და დავითისთვისაც მესამე შვილია - მათ პირველი ქორწინებებიდან შვილები, ქეთის გოგონა, დავითს კი ვაჟი ჰყავს.
ქეთევან ხატიაშვილი საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“. კასტინგისთვის გადაღებულმა მისმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა და უცნობი ტანმოვარჯიშე მე-13 კონკურსანტი გახდა. რამდენიმე დღეში ქეთი უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.
მაშინ, 2013 წელს მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი წესი შემოიტანეს. პროექტში საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება. ქეთიმ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ მუსიკაზე ვიდეორგოლი გადაიღო, საიტზე ატვირთა და 4 ათასზე მეტი ხმით ლიდერი გახდა. აქედან დაიწყო ქეთევან ხატიაშვილის ვარსკვლავური ცხოვრება. პროექტის დასასრული, მოგების მიუხედავად, მისთვის დრამატული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქეთევან ხატიაშვილის ოჯახის დანგრევა.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც მალე 13 წლის გახდება და დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.
"ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა.
მეხმარებოდნენ, ორივე ბებია ხელს მიწყობდა. მამაჩემი ანასტასიას ყველგან დაატარებდა. მზრუნველი ბაბუა იყო. სამწუხაროდ, გარდაიცვალა და ახლა მე დამყავს იმ ადგილებში, სადაც ბაბუს დაჰყავდა. ანასტასია არის ჩემი გაგრძელება და იმედი", - ამბობდა ქეთი.