ფართო საზოგადოებამ მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" უფრო ცნობილი გავხდი, მაგრამ გული მწყდება, რომ სოხუმის თეატრში მუშაობის დროს, 1977-84 წლებში, 30 მთავარი როლი მაქვს ნათამაშები და არავის ახსოვს“, - ამბობდა ის.
სერიალში მისი გამოჩენა მოულოდნელი იყო. ამაზე არც უოცნებია და არც - უფიქრია.

ზეინაბ დვალიშვილის კარიერა
„ჩემს შვილიშვილს უნდოდა მონაწილეობა და რამდენჯერმე კასტინგზე ვახლდი. იქ არავის ვიცნობდი, უბრალოდ არ მინდოდა, მარტო წასულიყო. ეკა მჟავანაძემ რომ დამირეკა, ვიფიქრე, ბავშვის გამო მირეკავს-მეთქი, მაგრამ ისეთი სიტყვები მითხრა, ენა ჩამივარდა; თქვენს პროფესიას თუ დაუბრუნდებით, კარგი იქნება, ელვირის დედის როლი გვინდა შეასრულოთო. სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მარტო ვიყავი, ჩემი მეუღლე პირველ სართულზე იყო. შალვასთან ჩავედი, ხვალ კასტინგზე უნდა წავიდე, სერიალიდან დამირეკეს-მეთქი. არ დაიჯერა. ახლა ეკრანზე რომ მხედავს, უხარია, ყველას ეუბნება, ზეიკო ნახეთო? ელვირი ცუდი პერსონაჟია, მაგრამ ნიკა ქავთარაძეა ცხოვრებაში ძალიან საყვარელი ადამიანი. ჩემი ბიჭები ერთმანეთს რომ ელაპარაკებიან, ამბობენ ხოლმე, ზეიკო ჩვენი დედა აღარ არის, ელვირის დედა გახდაო”, - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და ამბობს, რომ ცხოვრებას რომ თავიდან იწყებდეს, ისევ ამ გზას აირჩევდა. 25 წელია, რაც სასცენო ხელოვნებას ასწავლის და ეს ეს მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ცოტამ თუ იცის, რომ ზეინაბ დვალიშვილი თიკა ალავიძის, ზაზა ფაჩულიას მეუღლის დედაა. თიკა და ზაზა ამერიკაში ცხოვრობენ და 4 შვილს ზრდიან, სწორედ ამიტომ შვილს, სიძესა და შვილიშვილებს ქალბატონი ზეინაბიც ხშირად სტუმრობს.
„საქართველოდან ამერიკაში რომ წავედი უკვე არ ვიყავი კარგად. რაღაც გადამიტრიალდა და დავიწყე დიეტა, სწორი კვება. ამოვაგდე ტკბილეული, შაშხი, ცომეული, გაზიანი სასმელები. შვრიას მივირთმევ და მე თვითონ ვაცხობ ხოლმე, თუ რამე მომინდება. რა კარგი ყოფილა სიგამხდრე“, - ამბობს “დღის პოსტში“ სტუმრობისას ზეინაბ დვალიშვილი. მან ბოლო პერიოდში 20 კილოგრამი დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება.