ია დუდაშვილი, როგორც ძლიერი და შემდგარი ქალი: "5 წუთის წინ ვიდექი გაზქურასთან, ვამზადებდი სამნაირ საკვებს და ახლა მივდივარ ლექციაზე..." - Marao

ია დუდაშვილი, როგორც ძლიერი და შემდგარი ქალი: "5 წუთის წინ ვიდექი გაზქურასთან, ვამზადებდი სამნაირ საკვებს და ახლა მივდივარ ლექციაზე..."

2025-10-17 14:34:22+04:00

ირაკლი ნოზაძესა და ია დუდაშვილის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ჯერ კიდევ პატარა ასაკში მათი პირველი ქალიშვილი, ნია დიდი პოპულარობით სარგებლობდა. წყვილი ამჟამად 3 შვილს ზრდის. 

ია ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ვიდეოებს, ამჟამად კი დედების მოტივაციაზე ზრუნავს

"მართლა ძალიან მეცინება საკუთარ თავზე, 5 წუთის წინ ვიდექი გაზქურასთან, ვამზადებდი სამნაირ საკვებს და ახლა მივდივარ ლექციაზე, სადაც სამი საათის განმავლობაში ვიქნები ჩემი კომფორტის ზონაში. ამით არც ვამაყობ და არც მინდა ვიღაცას რაღაცა დავანახო, ამას ერთადერთი მიზეზის გამო გიზიარებთ, თითოეულმა ქალმა უნდა ირწმუნოს საკუთარი ძალების და მე თუ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ გადავწყვიტე, საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალა, რომ შეიძლება გადავდგა ნაბიჯები ჩემს საქმეს და კარიერას მივხედო, ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ადამიანს შესწევს იმის უნარი, თუნდაც ამ ეტაპზე არ სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების და რაღაცებში ეჭვი ეპარებოდეს და ამის გამო არ დგამდეს გარკვეულ ნაბიჯებს, დამიჯერეთ რასაც მოინდომებთ აუცილებლად გამოგივათ.  თუ რაღაც არ გამოგდით ესე იგი ისე არ გინდათ, როგორც უნდა გინდოდეთ ან უბრალოდ არ გაქვთ საკმარისი მოტივაცია. მინდა რომ ეს ვიდეო გახდეს მოტივაცია ან გახდეს გადამწყვეტი ახალი ნაბიჯების გადასადგმელად", - ამბობს ია.

  • სამი შვილი და ოჯახური ჰარმონია - ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის ოჯახური კადრები 

ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე

ირაკლი ნოზაძე იამდე რამდენჯერმე იყო დაოჯახებული, მაგრამ მისმა ურთიერთობებმა დიდხანს არ გასტანა. ამჟამად იას და ირაკლი ბედნიერი ოჯახი აქვთ და ამის დასტური მათი შვილებია. ია ამბობს მართალია წყვილმა კრიზისულ სიტუაციაშიც იყო, მაგრამ ერთად ყველაფერს გაუმკლავდნენ

"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია.

  • დები - ნია და სიდონია: ია დუდაშვილი, როგორც სამი შვილის დედა და ოჯახური კადრები 

ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან სამ უსაყვარლეს შვილს, ნია, დანიელ  და სიდონია ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.