პატარა ენი მამარდაშვილი - გიორგი მამარდაშვილის და ელენე ეპიტაშვილი მშობლების ამპლუაში - Marao

პატარა ენი მამარდაშვილი - გიორგი მამარდაშვილის და ელენე ეპიტაშვილი მშობლების ამპლუაში

2025-10-20 10:17:27+04:00

საქართველოს ნაკრების კარის მცველს საზოგადოება კარგად იცნობს და ძალიან ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს. გიორგი მამარდაშვილი უკვე რამდენიმე წელია, მოდელ ელენე ეპიტაშვილზეა დაქორწინებული, წყვილი ერთ ქალიშვილს, ენის ზრდის. ელენე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა პატარას

ამჯერად ელენე ეპიტაშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - პატარა ენი დედასა და მამასთან ერთად ატარებს დროს. მშობლები შვილის სახის საჯაროდ გამოჩენას ერიდებიან, თუმცა მათი ფოტოები მაინც დიდ მოწონებას იმსახურებს. 

  • "დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ცხოვრების სიყვარულო" - გიორგი მამარდაშვილი იუბილარია 

გიორგი მამარდაშვილი 

გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თავდაპირველად ხალხის დიდი სიყვარული ახალგაზრდა მეკარემ დაიმსახურა, რაც არავის გაჰკვირვებია - საოცარი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და, ამავდროულად, თავმდაბლობით დაჯილდოებული გიორგი მამარდაშვილი ნამდვილ ვარსკვლავ იქცა. 

მალევე არანაკლებ პოპულარული გახდა მისი მშვენიერი მეორე ნახევარი, ელენე ეპიტაშვილი - გოგო განსაკუთრებული გარეგნობითა და კიდევ უფრო განსაკუთრებული აურით - მშვიდი, გაწონასწორებული, თავშეკავებული ელენე საკუთარ საქმეშიც წარმატებულია და მეუღლის წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.

  • "ბედნიერება" - გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ოჯახური კადრები 

 

  • "ყველაზე მოდურები ქალაქში" - ვინ რომელი ცნობილი ბრენდის ჩანთით დაბრუნდა საქართველოში 

„2021 წლის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იყო. ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ ვნახეთ ერთმანეთი პირველად“.

ეს იყო პერიოდი, როცა გიორგის ცოტა ხნით ჰქონდა დასვენება და ვეცადეთ ყველა ღონისძიება დროულად განგვეხორციელებინა. ხალხისგან ბევრი სიყვარული წამოვიდა. კრიტიკაც, თუმცა მესმის, რომ ყველასთვის ყველაფერი მოსაწონი არ იქნება და ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ნეგატიური გამოხმაურებები.

ენის დაბადებამ ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გიორგის  სტაბილურობა და სიმშვიდე ჰქონდეს. ფეხბურთელის ცხოვრება მართლაც რთულია, მუდმივი წნეხი, დატვირთული გრაფიკი, ნაკლები დასვენება,წარმატებებისა და მარცხის ცვალებადობა. ჩემი როლი იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის სახლი ყოველთვის იყოს ის ადგილი, სადაც შეუძლია დაისვენოს, იყოს უბრალოდ გიორგი და არა მხოლოდ ფეხბურთელი. ვცდილობ  მისთვის ემოციური მხარდამჭერი ვიყო და მისი მოტივაცია გავაძლიერო" - ამბობდა ელენე ეპიტაშვილი.