პატარა ემილია გაჩეჩილაძე გაქრისტიანდა - რა ფოტოებს აქვეყნებს მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე - Marao

პატარა ემილია გაჩეჩილაძე გაქრისტიანდა - რა ფოტოებს აქვეყნებს მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე

2025-10-20 10:36:58+04:00

მოცეკვავეები რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო საზოგადოებამ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. რატი პროექტში პირველივე სეზონიდან მონაწილეობდა, კარინა კი შემდეგ შეუერთდა პროექტს. 

კარინა და რატი უკვე რამდენიმე წელია დაოჯახებულები არიან, წყვილს ერთი ქალიშვილი ემილია ჰყავთ. რამდენიმე დღის წინ პატარა ემილიას ნათლობა შედგა. წყვილმა ნათლობის ფოტოები სოციალურ ქსელში გააზიარა და უამრავი მილოცვა დაიმსახურა.

  • "უმცროსი გაჩეჩილაძე" - რატი გაჩეჩილაძემ ემილიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა 

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო

რატი გაჩეჩილაძე ოთხგზის საქართველოს ჩემპიონია დიდების კატეგორიაში (2016–2019) და ამავე წლებში ოთხჯერ მოიგო საქართველოს თასი. მისი საერთაშორისო წარმატებები მოიცავს მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილს და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლას. ის ასევე იყო პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული.

რატი არის საქართველოს პირველი კატეგორიის მსაჯი და მრავალი წარმატებული მოცეკვავის მწვრთნელი, მათ შორის სოლო და წყვილ კატეგორიებში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან რატი გაჩეჩილაძე საერთაშორისო კატეგორიის სტატუსის მქონე მსაჯიც გახდა. 

რატის ოჯახში ცეკვა ტრადიციაა და ის მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციას საკუთარ სტუდიაში აგრძელებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა რატის ძმა, გიგი გაჩეჩილაძეც. ის საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაშიც ვიხილეთ. 

რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დის ქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა, საბოლოოდ, მაინც საქართველოში ამჯობინა დაბრუნება.

კარინა ლისენკო უკრაინელი პროფესიონალი მოცეკვავეა, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა და ახლა აქ საქმიანობს. ის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაშიც არაერთხელ ვიხილეთ. მომხიბვლელმა გოგონამ განსაკუთრებით დადებითი აურით მალევე შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. 

რატიმ და კარინამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცეს. მათ ერთმანეთთან პროფესიული საქმიანობა აკავშირებდათ, თუმცა ეს ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში და მათ 2021 წელს იქორწინეს. 

  • ქართველი მოცეკვავეების უდიდესი წარმატება: რას წერენ რატი გაჩეჩილაძე და ოთო ფოლადაშვილი 

  • "ემილია გაჩეჩილაძე" - რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს პირველი ოჯახური კადრები შვილთან ერთად 

"მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება…" - ამბობდა რატი.