„დედამისმა ჩვენს შორის გააღვივა აგრესია... დღეს ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს” - ნეკა დოროყაშვილის აღიარება: რას წერს მოდელი ყოფილი დედამთილისა და მეუღლის შესახებ - Marao

„დედამისმა ჩვენს შორის გააღვივა აგრესია... დღეს ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს” - ნეკა დოროყაშვილის აღიარება: რას წერს მოდელი ყოფილი დედამთილისა და მეუღლის შესახებ

2025-10-20 14:22:33+04:00

მოდელი ნეკა დოროყაშვილი ფართო საზოგადოებამ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან გახმაურებული ოჯახური კონფლიქტის შემდეგ გაიცნო. ბასილაშვილს ბევრი იცნობს, როგორც წარმატებულ ქართველ ჩოგბურთელს, ნეკას კი სამოდელო კარიერა ჰქონდა და არაერთ ჩვენებასა თუ გადაღებაში იღებდა მონაწილეობას.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის ოჯახური დავის შესახებ მთელმა ქვეყანამ გაიგო მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ისაუბრა. ის არაერთ პოპულარულ შოუში იყო მიწვეული, სადაც შემთხვევის დეტალებზე საუბრობდა. ნეკასა და ნიკოლოზ ერთი საერთო შვილი ჰყავთ, რომელიც ახლა დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ნიკოლოზ ბასილაშვილი სპორტულ კარიერას აგრძელებს, მისი მეგობარი გოგონა, კარლოტა ელენა მისი მენტორია, ნეკა დოროყაშვილმა კი სულ ცოტა ხნის წინ მუსიკალური კარიერის დაწყება დააანონსა. 

ამჯერად ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ურთიერთობის - მეუღლისა და დედამთილის შესახებ საუბრობს. 

dorokashvili

ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ 

"არ ვუყვარდი ნიკას დედას და ამის გამო შეგვექმნა ოჯახში დიდი პრობლემები. მერე დედამისი მეც შემზიზღდა, ვინაიდან ადამიანი როდესაც ბოროტად არის შენს მიმართ განწყობილი, შენ როგორ უნდა გიყვარდეს. მოკლედ, ძალიან ძნელია, როდესაც საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრებს ეზიზღები. მაშინ ორივე გაუწონასწორებელი, პატარა ბავშვები ვიყავით. დედამისმა ჩვენს შორისაც და ჩვენშიც გააღვივა აგრესია. ნიკას სჯეროდა დედამისის, ისევე როგორც ყველას თავისი მშობლის.

  • გულისამაჩუყებელი კადრები - დედა და შეყვარებული ერთად: ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ნიკოლოზის გასამხნევებლად 

რაღაც დოზით დედამისმა მანიპულაციებით გახადა მოძალადე, ისე ნიკა არასდროს არ იყო აგრესიული როცა ერთმანეთს ვხვდებოდით და როცა მისი მშობლები არ იყვნენ ჩვენი ურთიერთობის საქმის კურსში.  ჩვენ ერთმანეთი გადავიმტერეთ ჩვენი ბავშვურობით და უსუსურობით. ვერ მოვერიეთ დიდ აგრესიას და ორივემ დიდი ტკივილი გადავიტანეთ.

  • "ეს ისაა, რაც გვჭირდება" - ფოტოები საქართველოდან, მოგზაურობა მსოფლიოში და შეყვარებული წყვილის რომანტიკული კადრები

დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გთხოვთ, არ დამიწეროთ ცუდი რამ მასზე, დახურეთ ეს თემა. ნუ მწერთ სმს-ებს. ის ჩემი წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და მე მადლიერებით ვუყურებ ამ გზას. ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს.

  • "თითქოს, ახალი ნეკა დაიბადა... აღმოვაჩინე, რომ ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა ჩოგბურთი, რომ ეს სპორტი ჩემია და ძალიან მეხმარება" - ნეკა დოროყაშვილი შვილსა და სამომავლო გეგმებზე 

დღეს მეც მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი და მასაც. ორივე ვინარჩუნებთ პატივისცემას და მეგობრობას ერთმანეთის მიმართ. და რაც ყველაზე მთავარია, მე და ლუკასი ნიკას ყველაზე ნამდვილ გულშემატკივრებად ვრჩებით. პატივს ვცემთ მას და ვაფასებთ მის გზას. ისტორია დაწერა საქართველოს ჩოგბურთის ისტორიაში და მინდა, რომ მისი სახელი კიდევ ბევრჯერ გაჟღერდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – წერს ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში.

neka

neka