იტალიური ცხოვრება, ძვირადღირებული სამკაულები და ერთი შვილი: როგორია მოდელი ნინიკო ნაცარიშვილისა და "კანონიერი ქურდის", მინდია გორაძის ცხოვრება - Marao

იტალიური ცხოვრება, ძვირადღირებული სამკაულები და ერთი შვილი: როგორია მოდელი ნინიკო ნაცარიშვილისა და "კანონიერი ქურდის", მინდია გორაძის ცხოვრება

2025-10-20 14:57:43+04:00

2025 წლის 22 მა­ისს, რო­მის "ჩამ­პი­ნოს" აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ის სპეც­რაზმმა და სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ცი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, და­ა­კა­ვეს 43 წლის მინ­დია გო­რა­ძე - "ლა­ვა­ს­ოღ­ლი ბა­თუ­მე­ლი".

  • ნინიკო ნაცარიშვილის ოჯახი, ხმაურიანი პირადი და იტალიური თავგადასავალი: როგორია მშვენიერი მოდელისა და კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ცხოვრება იტალიაში

გო­რა­ძე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უს­წრებ­ლად 22-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი და უკ­რა­ი­ნის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში იყო, რო­მის ერთ-ერთ ცნო­ბილ სა­პა­ტიმ­რო­ში - "რე­ჯი­ნა ჩელი" (Regina Coeli), იგი­ვე "ზე­ცი­უ­რი დე­დო­ფა­ლი", გა­და­იყ­ვა­ნეს.

nacarishvili

"ქურ­დუ­ლი" სი­ჩუ­მი­დან გა­მო­სუ­ლი გო­რა­ძე

მინ­დია გო­რა­ძის და­კა­ვე­ბა მოხ­და იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ის კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო, თა­მა­მი და სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბის წესს მის­დევ­და. თუკი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ფა­რულ­ნი იყ­ვნენ, „ლა­ვა­ს­ოღ­ლი“ ამ ტრა­დი­ცი­ულ წესს არ­ღვევ­და და მისი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად ჩნდე­ბო­და.

  • "ქმართან ერთად ცხოვრობ? სახის კანს როგორ უვლი?" - მოდელი ნინიკო ნაცარიშვილი საკუთარი ცხოვრების სტილის, შვილისა და ოჯახის შესახებ

მო­დე­ლი მე­უღ­ლე და ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი

"ლა­ვა­ს­ოღ­ლის" ცხოვ­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა მის­მა მე­უღ­ლემ, მო­დელ­მა ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვილ­მა. სწო­რედ ნი­ნი­კოს მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გახ­და წყვი­ლის ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო მე­დი­ის­თვის.

წაიკითხეთ სრულად აქ

nacarishvili

ვინ არის ნინიკო ნაცარიშვილი? 

"წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რია, რაც აღარ ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქ­ტი­უ­რო­ბას, ზოგ­ჯერ გან­წყო­ბა არ მაქვს, ხა­ნაც ბევ­რი საქ­მე მაქვს. დიდ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბა და დრო­ის ფაქ­ტო­რის შერ­წყმა არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი. და კი­დევ, ცოტა პი­რა­დი სივ­რცე ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია“ - წერდა ნინიკო ნაცარიშვილი სოციალურ ქსელში მანამდე, სანამ მისი მეუღლის, მინდია ლავასოღლის დაკავების შესახებ გახდებოდა ცნობილი. ამ ფაქტის შემდეგ კი ნინიკომ საქართველოში გადაღებული რამდენიმე ფოტო გააზიარა. 

ნინიკო ნაცარიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ლევან ჯიბღაშვილთან ურთიერთობის დროს გაიცნო. წყვილი ხშირად აქვეყნებდა საერთო ფოტოებს და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ.

მოგვიანებით ლევან ჯიბღაშვილმა სალომე სულხანიშვილზე იქორწინა და ცხოვრება უფრო მშვიდად, კამერებისგან შორს გააგრძელა. ნინიკო ნაცარიშვილის შესახებ კი იწირებოდა, რომ მას ურთიერთობა კრიმინალურ ავტორიტეტ მინდია ლავასოღლთან ჰქონდა. შეკითხვაზე - "რა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს შენს მეორე ნახევარში?" ნინიკო ნაცარიშვილი პასუხობდა: “მოდით, ჩემს მეორე ნახევარზე არ ვისაუბროთ. ყველაფერი ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს, რაც მას უკავშირდება“, - წერდა ნაცარიშვილი.

lavasogli

მოდელს შვილი 2022 წლის13 მარტს შეეძინა და მას ანნა დაარქვა. ანნასთან ერთად ნინიკო სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება. ნინიკო სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერების მიერ დასმულ კითხვებს ყოველთვის სიამოვნებით პასუხობს, ბოლოს კი მან ანნას ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საკმაოდ რთული მშობიარობა ჰქონდა.

ნინიკო შვილის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, თუმცა საჯაროდ მეუღლესა და ოჯახზე არასდროს საუბრობს. კომენტარებს, თითქოს ის მინდია ლავასოღლის დაშორდა, უპასუხოდ ტოვებდა, ცოტა ხნის წინ კი მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. 

ნინიკომ განმარტა, რომ საქართველო ოჯახური მიზეზით დატოვა. ისინი სახლს არემონტებდნენ და ცხოვრების გაგრძელებას იტალიაში აპირებდნენ. მოდელი არ აკონკრეტებს, რომელ ქალაქში იცხოვრებს ოჯახთან ერთად, თუმცა ამბობს, რომ კიდევ ერთი შვილის გაჩენას გეგმავენ.