ბებია, შვილი, შვილიშვილი - სამი ულამაზესი თაობა და ანა ახვლედიანის ოჯახური კადრები - Marao

ბებია, შვილი, შვილიშვილი - სამი ულამაზესი თაობა და ანა ახვლედიანის ოჯახური კადრები

2025-10-20 17:38:06+04:00

მოდელი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ დიდი ხნის წინ გაიცნო. მან მისი დასამახსოვრებელი გარეგნობით მალევე მოიპოვა ხალხის სიყვარული. მართალია ანა სამოდელო საქმიანობას ჩამოშორდა, მაგრამ ის სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. დაიწყო ბლოგერობა და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს.

ანა სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ოჯახურ კადრებს. განსაკუთრებით ქალიშვილთან ერთად. ამჯერად ქალიშვილის, ევას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ანას დედასთან ერთად აჭარულს ცეკვავს. ვიდეომ უამრავი ნახვა და კომპლიმენტი დაიმსახურა. გულშემატკივრები აღნიშნავდნენ, რომ ანა საოცრად ჰგავს დედას.

  • ზღაპრიდან გადმოსული ოჯახი: ანა ახვლედიანის მეუღლე, შვილი და ბედნიერი ოჯახური კადრები 

ანა ახვლედიანის ოჯახი და კარიერა

ანა ახვლედიანი წარმოშობით ქუთაისიდანაა, დედა კი საბერძნეთიდან ჰყავს. მას წარმატებულ სამოდელო კარიერას ბავშვობიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ, ეს მოლოდინები კი გამართლდა. 

თბი­ლი­სის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, მო­დე­ლი უკვე ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მი­სით პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კას­ტინგზე 500 გო­გო­ნა­დან ამო­არ­ჩი­ეს. გო­გო­ნა თა­ნამ­შრომ­ლობ­და მო­დის ისეთ გა­მო­ცე­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management და სხვ.

როგორც ანა ამბობს, ბოლო წლების მანძილზე თავი მთლიანად შვილის აღზრდას მიუძღვნა, ახალი კი აპირებს, რომ აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა. დღეს ანა ფოტომოდელობითა და ინფლუენსერობითაა დაკავებული. ის მონაწილეობას არაერთი ცნობილი ბრენდისა თუ კომპანიის სარეკლამო გადაღებაში იღებს. აქტიურია სოციალურ ქსელში და თავის მოვლის შესახებ რჩევებს გამომწერებსაც უზიარებს. 

  • ზღაპრიდან მოსული დედა-შვილი: მოდელი ანა ახვლედიანი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს 

  • "დედაჩემი ბერძენია, ამიტომ ყოველთვის მიყვარდა საბერძნეთის და მქონდა ემოციური კავშირი" - ანა ახვლედიანი გამომწერების შეკითხვებს პასუხობს 

ცოტა ხნის წინ ანა გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა და ამბობდა, რომ მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს: 

"5 წელია, აღარ ვაქტიურობ, რადგან 5 წლის წინ შემეძინა შვილი. ამ დროის განმავლობაში შევეცადე, რომ ჩემი თავი მთლიანად მისთვის მიმეძღვნა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაღში წავიდა და ის თავისუფალი დრო, რაც გამომიჩნდა, რატომაც არ მოვახმარო კარიერას. სამოდელო სფეროში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმიტომ, რომ ახალ ეტაპზე ვარ. მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე ბრენდისგან როგორც ინფლუენსერს, ვნახოთ, რა როგორ იქნება მომავალში.

უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე. სად არის და მუშაობს, სად უნდა იყოს?! გვიან მოდის სახლში, საშინლად არ უყვარს არც ფოტოების გადაღება, არც ვიდეოს გადაღება. მეტი რა გითხრათ..." - ამბობდა მოდელი.