91 წლის ბრიჯიტ ბარდო უკვე სამი კვირაა, საავადმყოფოშია - რას წერს ფრანგული მედია კინოვარსკვლავის შესახებ - Marao

91 წლის ბრიჯიტ ბარდო უკვე სამი კვირაა, საავადმყოფოშია - რას წერს ფრანგული მედია კინოვარსკვლავის შესახებ

2025-10-20 15:40:06+04:00

91 წლის ბრიჯიტ ბარდოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას People.com აქვეყნებს. მსახიობი, რომელიც ბოლო წლებში პირად სივრცეს იცავდა, თითქმის სამი კვირაა საფრანგეთის ქალაქ ტულონში, საავადმყოფოში იმყოფება. გამოცემის ცნობით, ბარდოს იქ კერძო საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა „სერიოზული ავადმყოფობის“ გამო.

ფრანგული გაზეთ Var-Matin-ს წყარომ განუცხადა, რომ მსახიობის მდგომარეობა "საგანგაშოა", თუმცა მას უახლოეს დღეებში გაწერენ და სენ-ტროპეში, საკუთარ სახლში დაბრუნდება. ბრიჯიტ ბარდოს ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. 

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც თავის თავს უშნოდ თვლიდა: რატომ უარყო შვილმა ბრიჯიტ ბარდო

Los Angeles Times-ის ცნობით, ბარდოს ჯანმრთელობის შესახებ ბოლოს 2023 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მისმა მეუღლემ, ბერნარ დ’ორმალმა, ადგილობრივ გამოცემას განუცხადა, რომ მან მსახიობისთვის სამედიცინო დახმარება მიმართა მას შემდეგ, რაც ბარდოს ქვეყანაში სიცხის დროს სუნთქვის გაძნელება დაეწყო.

brigitte_bardot

ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება და კარიერა

ამის და­ჯე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მომ­ხიბ­ვლე­ლი ბრი­ჯიტ ბარ­დო, რო­მელ­ზეც მი­ლი­ო­ნო­ბით კაცი იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში თავს "მა­ხინჯ იხ­ვის ჭუ­კად" თვლი­და. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ გა­რეგ­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფილმში არა­ვინ გა­და­ი­ღებ­და და არც უოც­ნე­ბია მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე. ახლა ბრი­ჯიტ ბარ­დო მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვია, მაგ­რამ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის მსგავ­სად, ზღაპ­რუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში დაშ­ვე­ბულ­მა შეც­დო­მებ­მა წარ­სუ­ლი სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­უ­ხა­და.

  • "სიტყვა „მეძავი“, ალბათ, ყველაზე რბილი იყო მათ შორის, რასაც დედაჩემს ეძახდნენ" - როგორ იპოვა სოფი ლორენმა თავდაჯერება: ლეგენდარული მსახიობის ინტერვიუ

ბრი­ჯი­ტის მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი პა­რი­ზია, სიყ­ვა­რუ­ლის დე­და­ქა­ლა­ქი. მამა ბიზ­ნეს­მე­ნი იყო, დედა კი - დი­ა­სახ­ლი­სი და ბრი­ჯიტს და მის უმ­ცროს დას ზრდი­და.

brigitte_bardot

ერთ დღეს, რეს­ტო­რან­ში სა­დი­ლო­ბი­სას, მათ­თან ბოშა ქალი მი­ვი­და. ოჯახს უთხრა, რომ მალე მათ გვარს მთე­ლი მსოფ­ლიო გა­იც­ნობ­და.

ახალ­გაზ­რდა ბრი­ჯი­ტის ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად იქცა, რად­გან იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კბი­ლებ­ზე ბრე­კე­ტე­ბი, ხოლო მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, სათ­ვა­ლე­ე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამ­ბობს, რომ მის­თვის ეს ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო იყო. გო­გო­ნას იდე­ა­ლუ­რი ფი­გუ­რა ჰქონ­და - დე­დის და­ჟი­ნე­ბულ­მა თხოვ­ნამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ბა­ლეტ­ზე და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი.

brigitte_bardot

გა­ვი­და დრო, ბრი­ჯიტ­მა კბი­ლე­ბი გა­ის­წო­რა, სათ­ვა­ლე მო­იხ­სნა და 14 წლის ასაკ­ში გო­გო­ნას სარ­კე­ში სა­კუ­თა­რი ანა­რეკ­ლი მო­ე­წო­ნა. იმ დრო­ის­თვის დე­და­მი­სი ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლი, ბრი­ჯი­ტი კი მისი მო­დე­ლი გახ­და.

  • “წარმოვიდგენ, თითქოს ჯულიეტა აივანზე დგას, ზემოდან დამცქერის და მეუბნება: იმედია, ღირდა" - ერთი როლი და სამუდამო დიდება ოლივია ჰასის ცხოვრებაში

მალე მოვ­ლე­ნე­ბი ისე­თი სის­წრა­ფით გან­ვი­თარ­და, რომ გო­გო­ნა მიხ­ვდა, წინ ზღაპ­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ელო­და. დე­დის მე­გო­ბარ­მა ბრი­ჯი­ტი სა­ბა­ლე­ტო სკო­ლის­თვის გა­და­ი­ღო, რა­მაც ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მის Elle-ის რე­დაქ­ტო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია და მალე ახალ­გაზ­რდა ბარ­დო გა­რე­კა­ნის­თვის გა­და­ი­ღეს.

მორ­ცხვი პა­რი­ზე­ლის­თვის ეს ნამ­დვი­ლი მიღ­წე­ვა იყო. ბრი­ჯი­ტი ყო­ველ­დღე უფრო და უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გრძნობ­და თავს და არც გაჰ­კვირ­ვე­ბია, რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა რო­ჯერ ვა­დიმ­მა ფილმში როლი შეს­თა­ვა­ზა. მარ­თა­ლია, პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ გა­უქ­მდა, მაგ­რამ 1952 წელს ბარ­დო ფილმში მა­ინც გა­და­ი­ღეს. მა­მას ეს არ მოს­წონ­და, რად­გან ფიქ­რობ­და, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბა უღირ­სი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო ღირ­სე­უ­ლი ოჯა­ხის გო­გო­ნას­თვის.