"ცხოვრება მშვენიერია, მე არ ვბერდები" - ზალიკო სულაკაურის ოთხი შვილი, ბედნიერი ოჯახი და უცნობი ამბები - Marao

"ცხოვრება მშვენიერია, მე არ ვბერდები" - ზალიკო სულაკაურის ოთხი შვილი, ბედნიერი ოჯახი და უცნობი ამბები

2025-10-20 16:40:26+04:00

ზალიკო სულაკაური ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის საყვარელი მხატვარია. 1970 წლის 23 ივლის დაიბადა - ჰყავს ორი ძმა, რომელთაგან ერთი მისი ტყუპისცალია, ერთი და და მშობლები. 

იხსენებს, რომ იმ დროში, როცა ის უნივერსიტეტში აბარებდა, საჭირო იყო ნაცნობი, სხვანაირად სასურველ ფაკულტეტზე სწავლა ძნელდებოდა. ასე მოხდა მის შემთხვევაშიც, თუმცა ეს იმედგაცრუების საბაბი არ გამხდარა - პირიქით, მიხვდა, რომ მხატვარი შეიძლება ბევრი შრომითა და პრაქტიკითაც გამხდარიყო. 

თავიდან მულტიპლიკაცია იტაცებდა, შემდეგ კი, როცა ამ საქმით შემოსავლის მიღება გაჭირდა, ქუჩაში გავიდა და ადამიანების ხატვა დაიწყო. „ადამიანებს ცხოვრებას ვუხალისებდი, მე კი ოჯახის რჩენის საშუალება მეძლეოდა. ერთი ნახატის საფასური მაშინ იყო ერთი ლარი, დღეს კი ჩემი ერთი კარიკატურის ფასი 50 ლარია“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში მხატვარი. 

  • "მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, არ ვყოფილიყავი მეუღლეზე დამოკიდებული" - სალომე შარვაძე, როგორც მეუღლე და როგორც დედა

ზალიკო სულაკაურს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი მიშიკო და სალომე ჰყავს. მხატვარმა მეორედ ნინო განუგრავაზე იქორწინა და მათ ორი გოგონა, თებროლე და თანო შეეძინათ. ზალიკო სულაკაური წლების წინ ოჯახთან ერთად თბილისთან ახლოს, ხოდაბუნებში გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი ბინა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში დაიდო. 

ზალიკო სულაკაური დღემდე ყველასთვის საყვარელი ფიგურაა. მისი შემოქმედება კი როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის სიხარულისა და სიამოვნების მომტანია. თავად ამბობს, რომ წარმატებისთვის ბევრი იშრომა:

  • ია შუღლიაშვილის ცნობილი დედა და უცნობი ამბავი: "ასაკთან ერთად, სიმშვიდეს ვანიჭებ უპირატესობას. მინდა, მშვიდად ვიყო, რომ ჩემი საქმე კარგად ვაკეთო"

„რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ჩემი წარმატება, ეს არის დიდი და ძლიერი შრომა, ძალიან საინტერესოა თუ გადავხედავთ წარსულს, იმისთვის რომ საქმე გამომსვლოდა ვმუშაობდი და ვაკეთებდი ყველაფერს. ბავშვებში წარმატებული ვარ, რადგან იმ საქმეს ვაკეთებ რაც მათ უყვართ. მე ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული ბიზნესმენი ვარ. მე ვარ უბრალო ადამიანი, მიყვარს ის, ვინც ტრიალებს ჩემს ირგვლივ და სწორედ მათთვის ვშრომობ“.

zaliko_sulakauri

 ზალიკო სულაკაური - ბლიც ინტერვიუ 

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია მხატ­ვა­რი-კა­რი­კა­ტუ­რის­ტი ზა­ლი­კო სუ­ლა­კა­უ­რი. მან მკი­თხვე­ლის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს.

  • სოფო:

- და­ა­ხა­სი­ა­თეთ სა­კუ­თა­რი თავი - შექ­მე­ნით თქვე­ნი სი­ტყვი­ე­რი პორ­ტრე­ტი… პი­რა­დად თქვე­ნი კა­რი­კა­ტუ­რა ვის აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვა­რი ვარ, არაფ­რით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ო­ცა­რი. ერთი ვიცი, რომ უნდა ვხა­ტო... ჩემ გარ­შე­მო უამ­რა­ვი მა­გა­რი მხატ­ვა­რი არ­სე­ბობს, ასე­ვე კა­რი­კა­ტუ­რის­ტი - ქარ­თვე­ლე­ბიც, უცხო­ე­ლე­ბიც და მსოფ­ლიო დო­ნის ყვე­ლა­ზე კარგ კა­რი­კა­ტუ­რის­ტებს ჰყავს ზა­ლი­კო და­ხა­ტუ­ლი. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ფეს­ტი­ვალ­ზე დავ­დი­ვარ, გარ­და იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა რა­ღა­ცებს ვხა­ტავთ, ერ­თმა­ნეთ­საც... სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან მა­გა­რი ხალ­ხია კა­რი­კა­ტუ­რის­ტე­ბი...

  • ცნო­ბის­მოყ­ვა­რე:

- თუ გახ­სოვთ, რო­დის, რა­ტომ და ვისი კა­რი­კა­ტუ­რა იყო პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც შექ­მე­ნით?

- ერთი წლის ვი­ყა­ვი, რომ მე და ჩემი ტყუ­პის ცალი სულ ვხა­ტავ­დით და ის ნა­ხა­ტე­ბიც არ­სე­ბობს - ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ღაც პორ­ტრე­ტე­ბია, სა­სა­ცი­ლო კა­ცუ­ნე­ბი... სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს მას­წავ­ლებ­ლებს და კლა­სე­ლებს ვხა­ტავ­დი... მოკ­ლედ, ისე არ არის, რომ პირ­ვე­ლად კონ­კრე­ტუ­ლად ეს დავ­ხა­ტე და მომ­წონს... თა­ვი­დან­ვე მივ­ხვდი, რომ კა­რი­კა­ტუ­რის­ტი ვარ და მიყ­ვარს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გა­სა­სა­ცი­ლო­ე­ბა, რაც ჩემ გარ­შე­მოა.

zaliko_sulakauri

  • უც­ნო­ბი:

- მარ­ცხე­ნა ხე­ლით წერთ და ხა­ტავთ - ხართ ცა­ცია. ბავ­შვო­ბა­ში ხომ არ გიშ­ლიდ­ნენ მარ­ცხე­ნა ხე­ლით წე­რას და ხატ­ვას?

- კო­მუ­ნის­ტებს რა­ტომ­ღაც ასე ჰქონ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და მარ­ცხე­ნა ხე­ლით ხატ­ვა და წერა. ყვე­ლას მარ­ჯვე­ნა ხე­ლით უნდა ეწე­რა. ყვე­ლა­ნი მე­მარ­ჯვე­ნე უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ და ერთ თარ­გზე გა­მოზ­რდი­ლე­ბი... ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი ცა­ცია იყო და მსოფ­ლი­ო­ში, ჩვენ გარ­შე­მოც ბევ­რი მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი იყო თუ არის ცა­ცია.

სკო­ლა­ში სცა­დეს ჩემი გა­დაჩ­ვე­ვა - მარ­ცხე­ნა ხელი ჯი­ბე­ში ჩა­მა­ყო­ფი­ნეს და და­ფა­ზე ისე უნდა და­მე­წე­რა. ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, იმა­ზე კი არ ვფიქ­რობ­დი, რა უნდა და­მე­წე­რა, ვერ ვწერ­დი, არ იწე­რე­ბო­და, ისე­თი არ იყო მარ­ჯვე­ნა ჩემ­თვის, რო­გორც მარ­ცხე­ნა... მერე სკო­ლა­ში მა­მა­ჩე­მი მო­ვი­და და უთხრა, არ გა­ბე­დოთ და მარ­ცხე­ნით წე­რას არ გა­და­აჩ­ვი­ოთ. იმის მერე სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა აღარ მქო­ნია... მსოფ­ლი­ო­ში ცა­ცი­ებს დღეც არ­სე­ბობს - 13 აგ­ვის­ტო. ამი­ტომ თუ ცა­ცი­ას აღ­მო­ა­ჩენთ, გა­იხ­სე­ნეთ ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი, ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, მერ­ლინ მონ­რო, ბა­რაკ ობა­მა და ვინ აღარ. ამ ქვე­ყა­ნა­ზე მარ­თლა ბევ­რი კარ­გი ცა­ცია არ­სე­ბობს.

  • ბაია:

- მოგ­ვი­ყე­ვით მშობ­ლებ­ზე...

- დე­და­ჩე­მი ფი­ზი­კო­სია, მაგ­რამ ფი­ზი­კა­ზე არ ვგიჟ­დე­ბი. მა­მა­ჩე­მი, რო­გორც ვთქვი, მწე­რა­ლი და დრა­მა­ტურ­გია, ქარ­თუ­ლის კარ­გი მცოდ­ნე. ჩემი მშობ­ლე­ბის გარ­შე­მო სულ ხე­ლო­ვა­ნი და დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი ტრი­ა­ლებ­დნენ. მეც ამის გამო, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით, სულ ვარ­სკვლა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვტრი­ა­ლებ­დი. ის, რომ რა­ღა­ცას წარ­მო­ვად­გენ, შრო­მა მიყ­ვარს, ფიქ­რი, ხატ­ვა, ხე­ლოვ­ნე­ბა, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, - ყვე­ლა­ფე­რი მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მშობ­ლე­ბის სა­ხეა.

ნახეთ სრულად