თმის ცხიმიანობას იწვევს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკური განწყობა, ჰორმონალური დარღვევები ორგანიზმში, არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებები, დაბანის არასწორი მეთოდი, სტრესი და გარემო პირობები.
იმისათვის, რომ ყოველდღიურად გვქონდეს სასურველი ვარცხნილობა, ცხიმიანი თმის ხშირად დაბანა გვიწევს, რის გამოც შეიძლება სკალპი და ღერები გამოიფიტოს და დაზიანდეს. სკალპის ცხიმიანობას იწვევს ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებს ცხიმს და ატენიანებს კანსა და თმას. მისი გადაჭარბებით წარმოქმნა კი იწვევს ცხიმიანობას, რაც ბევრი ჩვენგანისთვის დისკომფორტთან არის დაკავშირებული.
ფორების დახშობა და ცხიმის დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს არასათანადოდ დაბანამაც. მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ შამპუნი, რომელიც არ შეიცავს სილიკონს, რომელიც მარტივად აკუმულირდება ხოლმე სკალპზე და განკუთვნილია ცხიმიანი თმისთვის. ამასთან, ცხიმის სათანადოდ მოშორებისთვის კარგად უნდა დავიმუშაოთ სკალპი და შემდეგ საფუძვლიანად ჩამოვიბანოთ ის. კონდიციონერის გამოყენება კი მხოლოდ თმის ბოლოებშია რეკომენდებული.
ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი მოვლის საშუალებები ჯირკვლების ფუნქციონირებას აბალანსებს.

გთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მოვლის საშუალებებს, რომელიც ყოველდღიურად გაგიმარტივებთ ცხიმიანი თმის მოვლას და ჯანსაღ იერს შეუნარჩუნებს მას:

ფრანგული ბრენდის Le Petit Olivier-ის ცხიმიანი თმის მოვლის ხაზი ცნობილია ერთი მხრივ, ეკომეგობრული, უსაფრთხო შემადგენლობით, რადგან არ შეიცავს სილიკონს, სულფატებსა და პარაბენებს და მეორე მხრივ, მაღალი ეფექტიანობით.
შამპუნი შექმნილია ალოე ვერასა და მწვანე ჩაის ექსტრაქტზე, მიცელების ხარჯზე საფუძვლიანად ასუფთავებს სკალპს და თმას აძლევს ჯანსაღ, ბზინვარე იერს. მწვანე ჩაის ექსტრაქტი ამცირებს ცხიმის გამოყოფას, ალოე ვერა კი ნაზად ასუფთავებს კანს, მისი დამცავი ბარიერის დარღვევის გარეშე.


კონდიციონერი ცხიმიან თმასაც სჭირდება, თუმცა იმისათვის, რომ ის პრობლემად არ იქცეს, სწორად უნდა გამოვიყენოთ. აუცილებელია, კონდიციონერი მხოლოდ თმის ძირებში, დაბანის ბოლო ეტაპად გამოვიყენოთ და ცხიმიანობის თავიდან ასაცილებლად მოვარიდოთ სკალპს. ამასთან მნიშვნელოვანია, საფუძვლიანად ჩამოვიბანოთ ის.
Le Petit Olivier-ის გამწმენდი კონდიციონერი ალოე ვერასა და მწვანე ჩაის ექსტრაქტით, ასუფთავებს და მატებს ბზინვარებას ნორმალურ და ცხიმიან თმას, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის შემცირებას.

„კეიპრო“ თმის მოვლის პროფესიონალური ბრენდია იტალიიდან და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახელი გაითქვა ეფექტიანობითა და ხელმისაწვდომობით. ცხიმიანი თმის შამპუნი ეფექტურად ასუფთავებს სკალპს, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და აღადგენს დარღვეულ ბარიერს.
მისი სებომარეგულირებელი ფორმულა დაფუძნებულია არყის ხის ექსტრაქტზე, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება და ხასიათდება დელიკატური წმენდით. იდეალურია სპეციალურად ცხიმიანი თმისთვის შექმნილ ნიღაბთან ერთად.

გასათვალისწინებელია, რომ ცხიმიანი სკალპის მოვლისას მისმა გამოშრობამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ცხიმის წარმოქმნა გამოიწვიოს, ამიტომ უნდა მოვერიდოთ არასწორი პროდუქტების გამოყენებას და რეკომენდებულია, ყველა დაბანისას საფუძვლიანად მოვიშოროთ პროდუქტები თმიდან.
(R)