მოდელი კრისტი ყიფშიძე სოციალურ ქსელში 12-წლიანი სხვაობის ფოტოს აქვეყნებს. მას იგივე კაბა აცვია, რაც 2013 წლის ფოტოში. ფოტოებმა უამრავი მოწონება დაიმსახურა.

კრისტი ყიფშიძე
"დავიბადე თბილისში, ეს ჩემი საყვარელი ქალაქია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ ცხოვრება თბილისის გარდა სხვაგან არ შემიძლია. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, კარგი მოსწავლე ვიყავი. მოდელობაზე არასდროს მიოცნებია. სკოლის პერიოდში სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა და სცენა ძალიან მიყვარდა.
1994 წელს დავიწყე სამოდელო კარიერა. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მეგობარმა შემომთავაზე ჩვენებაზე გამოსვა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და დაუჯერებელი შემოთავაზება იყო. მაშინ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა იყო, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის კარგი გამოწვევა იყო და მაშინვე დავთანხმდი.
ჩვენებაში ჩემთან ერთად ლიკა ქავჟარაძე გამოდიოდა. კარიერაში წარმატება თავისით მოდიოდა. რა თქმა უნდა, ნიჭი, გარეგნობა და შრომისმოყვარეობაც უნდა გქონდეს. მუშაობა არასდროს მეზარებოდა. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ბედნიერებას მანიჭებს" - ამბობდა კრისტი ყიფშიძე.
"მოდური ადამიანი არის ადამიანი, რომელიც იმ მომენტში, აი, მაგალითად, დღეს არის ძალიან პოპულარული. ჩემთვის არ არსებობს ავტორიტეტები, ჩემთვის ყველა ერთნაირია. არიან ისეთები, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია; ადამიანები, რომლებსაც ვენდობი, ვისი ხედვებიც მომწონს და ვისგანაც ჩემთვის სასიხარულო იქნება ჩემი ნამუშევრის შექება. უფრო ვიწრო კონტექსტში რომ განვიხილოთ, ყველაზე მეტად კეტი მოსის ჩაცმულობა და სტილის შეგრძნება მომწონს. მსოფლიო დონის ვარსკვლავებზე თუ ვლაპარაკობთ, ისაა ჩემთვის ქალი, რომელსაც არასდროს დაუშვია შეცდომა ამ მხრივ. სხვა შემთხვევაში კი, ინდივიდუალიზმს ვანიჭებ უპირატესობას და ყოველთვის ვცდილობ, პირველ რიგში, ვიყო ინდივიდი. თუმცა შესაძლებელია რამე ფილმმა, მუსიკამ, პერსონაჟმა ან მსახიობმა უმნიშვნელო გავლენა იქონიოს ჩემზე და მსგავსი ვარცხნილობა გავიკეთო ან სხვისნაირად ჩავიცვა. მე ამას მიბაძვას არ ვეძახი, ეს ინსპირაციაა.
ყველა ადამიანი ლამაზია, უშნო ადამიანი უშნო ხასიათისა და გაბოროტებული სულის პატრონია მხოლოდ. მართლა არსებობენ ასეთები, აღზრდა, გარემო, ცხოვრების სტილი და სხვა უამრავი კომპონენტი აბოროტებს ადამიანის სულს. ჩემთვის გარეგნულად ყველა ერთია, მთავარია, შინაგანად იყოს ძალიან მდიდარი და ლამაზი, მთელი სერიოზულობით გეუბნებით", - ამბობდა კრისტი ერთ-ერთ ინტერვიუში.