მკვახე პომიდორი ბოსტნეულით - არ სჭირდება სტერილიზაცია! - მკვახე პომიდვრის სალათის საუკეთესო რეცეპტი - Marao

მკვახე პომიდორი ბოსტნეულით - არ სჭირდება სტერილიზაცია! - მკვახე პომიდვრის სალათის საუკეთესო რეცეპტი

2025-10-21 11:30:44+04:00

მკვახე პომიდორი ჩვენი მკითხველის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროდუქტია - მისი მომზადების განსხვავებულ რეცეპტებს კი ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებით. ჩვენ უკვე გაგიზიარეთ ზურა შევარდნაძის რეცეპტი - "მკვახე პომიდორი ნიგვზით", რომელსაც 100 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა მადონა გიორგაძის რეცეპტმა ასპირინისა და სტერილიზაციის გარეშე. ეს რეცეპტი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ასპირინის გამოყენება შესანახად მომზადებულ პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საფრთხილოა. ამის შესახებ ვრცლად და დეტალურად საუბრობს ირაკლი არაბული, სურსათის უვნებლობის ექსპერტი. 

დღეს გიზიარებთ მკვახე პომიდვრის მომზადების კიდევ ერთ გზას ბოსტნეულთან ერთად, რომელსაც არ სჭირდება არც ასპირინი, არც სტერილიზაცია. რეცეპტს ჩვენი მკითხველი, ნინო გიორგაძე გვიზიარებს: 

mkvaxe_pomidori

მკვახე პომიდორი ბოსტნეულით - რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • პომიდორი - 3კგ.
  • ხახვი - 2კგ.
  • ბულგარული წიწაკა (წითელი) – 3კგ.
  • სტაფილო - 2კგ.
  • ნიორი - 5 მოზრდილი თავი
  • ძმარი - 1 ჩ/ჭ
  • ზეთი - 2/1 ჩ/ჭ
  • შაქარი -1/2 ჩ/ჭ
  • მწარე წითელი წიწაკა - სურვილისამებრ
  • დაფნის ფოთოლი 
  • ნიახური 
  • ოხრახუში

მომზადება:

პომიდორი დაჭერით თხელ ფენებად და დააყოვნეთ, დაახლოებით, 1 საათით, რომ წვენი გამოუშვას. ნაზად გაწურეთ და დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. სტაფილო გაასუფთავეთ და 20 წუთის მანძილზე მოწალეთ მდუღარე წყალში, დაჭერით სასურველ ფორმებად, დაჭერით წითელი ბულგარული წიწაკა, ნიორი დაჭერით წვრილად ან დააჩოფერეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ წითელი მწარე წიწაკა და გადაურიეთ ყველაფერი ერთმანეთს. 

მოადუღეთ ძმარი და ზეთი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ნიახური და ოხრახუში (ოხრახუში უნდა იყოს ნიახურის ნახევარი რაოდენობა). დაუმატეთ შაქარი, მარილი.

ბოლოს ორივე მასა შეურიეთ ერთმანეთს და დააყოვნეთ. სტერილიზაცია არ სჭირდება. 

mkvaxe_pomidori