"მშობლობა არ არის მხოლოდ ზრუნვა, კვება და წესრიგი - მშობლობა არის ემოციური უსაფრთხოების შექმნა" - ია დუდაშვილი დედობაზე ალაპარაკდა - Marao

"მშობლობა არ არის მხოლოდ ზრუნვა, კვება და წესრიგი - მშობლობა არის ემოციური უსაფრთხოების შექმნა" - ია დუდაშვილი დედობაზე ალაპარაკდა

2025-10-21 13:21:45+04:00

ირაკლი ნოზაძე საზოგადოებამ ჯგუფ "ქუჩის ბიჭებიდან" გაიცნო. ის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მსმენელში. ირაკლის მეუღლე ია დუდაშვილია. წყვილს 3 საერთო შვილი ჰყავს. მათმა უფროსმა ქალიშვილმა, ნიამ პატარა ასაკში დაიპყრო სოციალური ქსელები, მისი ვიდეოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მაყურებლებიც უამრავი თბილი კომენტარებით ავსებდნენ. 

ია ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ოჯახურ და სამოტივაციო ვიდეოებს. ამჯერად ერთ-ერთი გამომწერის შეკითხვას უპასუხა დედობასთან და მის სირთულეებთან დაკავშირებით, თუ როგორ შეცვალა ის ამ ამპლუამ:

"დედობამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში. გამხადა ისეთი, როგორიც უნდა ვყოფილიყავი და ყოველი შემდეგი შვილი ძალიან მცვლის შინაგანად. ეს ცვლილებები და გადაფასება ძალიან რთული იყო დაძაბული ურთიერთობის პარალელურად, ნიაკოს დაბადების შემდეგ, თუმცა მადლიერი ვარ იმ პერიოდის. 

მშობლობა არ არის მხოლოდ ზრუნვა, კვება და წესრიგი - მშობლობა არის ემოციური უსაფრთხოების შექმნა. 

როცა ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ის ხდება თავდაჯერებული, მშვიდი და სამყაროსთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებს. 

ბავშვის აღზრდა იწყება ჩვენი შინაგანი სიმშვიდით, რაც უფრო მშვიდი ვართ ჩვენ, მით უფრო ძლიერი ხდება მათი უხილავი საყრდენი, რაზეც მთელი ცხოვრება დაიდებენ ფეხს" - წერს ია.

  • სამი შვილი და ოჯახური ჰარმონია - ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის ოჯახური კადრები 

ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე

ირაკლი ნოზაძე იამდე რამდენჯერმე იყო დაოჯახებული, მაგრამ მისმა ურთიერთობებმა დიდხანს არ გასტანა. ამჟამად იას და ირაკლი ბედნიერი ოჯახი აქვთ და ამის დასტური მათი შვილებია. ია ამბობს მართალია წყვილმა კრიზისულ სიტუაციაშიც იყო, მაგრამ ერთად ყველაფერს გაუმკლავდნენ

"ჩვენ გვქონდა პრობლემები ურთიერთობაში და ამ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. გადაფასება მოხდა... ყველაზე მთავარი, რაც იმ ორწლიანმა პერიოდმა მასწავლა, არის ის, რომ ჩვენი ეგოიზმი ორივეს ხელს გვიშლიდა ურთიერთობების დალაგებაში. როდესაც ეს გვერდზე გავწიეთ და ერთმანეთზე ზრუნვა დავიწყეთ, მაშინ დაიწყო ურთიერთობების დალაგება.ამავდროულად, მეგობრებთან ვსაუბრობდი ძალიან ბევრს. ვეძებდი მრჩეველს ან იმას, ვინც დამეხმარებოდა ამ ურთიერთობების მოგვარებაში. ამ დროს დავრწმუნდი, რომ ეს გზა ჩემი გასავლელია. ასევე დავრწმუნდი, რომ ჩემი მთავარი მეგობარი არის ჩემი მეუღლე", - ამბობს ია.

  • "რა სიცოცხლეა ეს გოგო" - ია დუდაშვილი პატარა სიდონიას უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს 

  • ია დუდაშვილი, როგორც ძლიერი და შემდგარი ქალი: "5 წუთის წინ ვიდექი გაზქურასთან, ვამზადებდი სამნაირ საკვებს და ახლა მივდივარ ლექციაზე..." 

ია დუდაშვილსა და ირაკლი ნოზაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. ზრდიან სამ უსაყვარლეს შვილს, ნია, დანიელ  და სიდონია ნოზაძეებს და მათი ოჯახური კადრები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ ია შესანიშნავი დედაა, აქტიურადაა ჩართული ბავშვების აღზრდაში და მისი მიდგომა შვილებისადმი ბევრი დედისთვის სამაგალითოა.