"ადგილი, რომელსაც ვტოვებთ, იმაზე უკეთესად უნდა ვაქციოთ, ვიდრე ჩვენამდე იყო..." - რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი - Marao

"ადგილი, რომელსაც ვტოვებთ, იმაზე უკეთესად უნდა ვაქციოთ, ვიდრე ჩვენამდე იყო..." - რას წერს ჯორჯინა უზკატეგუი

2025-10-21 14:09:29+04:00

ცოტა ხნის წინ UFC-ის ორი წონის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში იმყოფებოდა. ის გულშემატკივრებს შეხვდა და უამრავი სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

ილია საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც მის მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუი დაშორდა. რამდენიმე კვირაა, უცხოური და ქართული მედია აქტიურად წერს წყვილის დაშორების შესახებ, თუმცა ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არცერთს გაუკეთებია. 

ცოტა ხნის წინ ჯორჯინამ სამუშაო სივრციდან ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან ვრცელი წერილი დაურთო:

„ჩვენ გვაქვს გამოცდილების გაზიარების ძალა, ამით შეგვიძლია, გავზარდოთ ცნობიერება იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ. 

სადაც უნდა წავიდეთ, უნდა გავხადოთ ეს ადგილი უკეთესი, ვიდრე ჩვენამდე იყო. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ამ სამყაროში შეგვიძლია, სწორედ ესაა და ჩვენი ყველა გამოცდილება ამ მიზანს უკავშირდება. 

როგორც ვიქტორ ფრანკლიმ თქვა: „ადამიანს ყველაფერი შეიძლება წაართვა, გარდა იმ უნარისა, რომლითაც ის წინააღმდეგობას უმკლავდება და მას თავის სასარგებლოდ იყენებს.

ღმერთი ერთგულია”, - წერს ჯორჯინა უზკატეგუი. 

  • "ვისზე ნაკლები გოგოები გვყავს?!" - ვინ არის ქართველი გოგონა, რომლის ფოტოებსაც ილია თოფურიასთან ერთად დიდი გამოხმაურება მოჰყვა? 

ილია თოფურიას პირადი ცხოვრება 

ილია თოფურია ესპანური გადაცემისა თუ პოდკასტების ხშირი სტუმარია. ილიას უყვარს საკუთარი გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის, მოტივაციის მიცემა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, თუმცა პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს. 

როგორც ცნობილია, ილია თოფურია ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას წარსულში სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მისი შვილის, ჰუგოს დედასთან. ამ ურთიერთობის შესახებ ილიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ჰუგოს შესახებ ხშირად წერს. 

ილია თოფურიას მეორე საჯარო ურთიერთობა ჯორჯინა უზკატეგუისთან ჰქონდა. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, "Future and Energy" ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე.

  • საიდუმლო რომანი, ორი შვილი და ხმაურიანი დაშორება: ილია თოფურიას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები 

  • "არ ვარ უცხო ილიას ოჯახისთვის... თუ წყვილი შორდება, ესე იგი, უნდა დაშორებულიყო" - რას ამბობს ქართველი სპორტული მიმომხილველი ილია თოფურიას შესახებ 

ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებდა სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს.  მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ - ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია "Future and Energy" დააარსა.

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის ერთი წლის წინ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. წყვილი პატარა ჯორჯინასა და ჰუგოს ერთად ზრდიდა. ოჯახის, ოჯახური ცხოვრებისა და დედობის შესახებ კი ჯორჯინა საკუთარ გვერდზე ხშირად წერდა. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოები წაშალეს. ამასთან, მათ ერთმანეთის გამოწერაც გააუქმეს. ესპანური მედია, მაგალითად, elperiodico.com, diariosur.es აქვეყნებენ სტატიებს, სადაც მათი დაშორების შესახებ წერენ. წყვილს ურთიერთობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.