"დაშორების შემდეგ, დაახლოებით ოთხი თვე, დეპრესია მქონდა, ორი შვილით ვიყავი..." - ნატო გელაშვილის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ისტორია - Marao

"დაშორების შემდეგ, დაახლოებით ოთხი თვე, დეპრესია მქონდა, ორი შვილით ვიყავი..." - ნატო გელაშვილის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ისტორია

2025-10-21 14:54:17+04:00

ნატო გელაშვილი იშვიათად საუბრობს კამერების წინ ოჯახსა და ქორწინებაზე, თუმცა მან ნიკოლოზ ხაჩიძეს გადაცემაში ისაუბრა პირველ ქორწინებასა და ოჯახის დანგრევაზე, ისაუბრა დეპრესიაზე, რომელიც დაშორების შემდეგ დაეწყო.

"გათხოვებას მარტივად შეხვდა ოჯახი, 24 წლის ასაკში გავთხოვდი და ყველაზე სასაცილო იყო, როცა შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა. რა თქმა უნდა, ჩემმა ძმამ, მამუკამ იცოდა და იცნობდა მას. მამაჩემმა ძალიან იშვიათად იცოდა სახლში დადგომა. ერთი დღე იყო, თბილისში ვიყავი და მამაჩემი ორ ძმაკაცთან ერთად მომადგა კარებთან. ამ დროს მე, გელა და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი გოგონა ვართ სახლში. ამ მომენტში ისე შერცხვა გელას , რომ მეხუთე სართულზე ავარდა. მამაჩემი რომ შემოვიდა, გელას ვუთხარი, ჩამოდი, აზრი არ აქვს-მეთქი. მამაჩემის პირველი კითხვა იყო: "რას იმღერებთ, ყმაწვილო?!" და ეს კიდევ მეორედ დაიბნა. ეს ჩემი დაოჯახების პერიოდი იყო. 24 წლამდე, რა თქმა უნდა, მქონდა ჩემი გულის ფრიალები, ხან სკოლაში, ხან კი სტუდენტობისას. 

დაშორებას რაც შეეხება, მარტივად მიიღო ჩემმა ძმამ. ჩემს გადაწყვეტილებას მისმა აზრმა დაასწრო. ის ხვდებოდა, რომ ერთად ვეღარ ვიქნებოდით. მთელი ეს პერიოდი, დაახლოებით ოთხი თვე, დეპრესია მქონდა, ორი შვილით ვიყავი და ამ დროს მამუკა არ მომშორებია. ერთ დღეს მითხრა, ყველა ტანსაცმელს დაგიჭრიო, რადგან გარეთ არ გავდიოდი. მითხრა, ყველაფერს გადაგიყრი და დავჭრი, რად გინდა ეს ყველაფერიო. ახლა ადექი, მოწესრიგდი და გადი გარეთ, დაიწყე ცხოვრებაო. ისევე, როგორც მე მიყვარდა სულის ამოსუნთქვამდე, მასაც ასე ვუყვარდი და ის უბრალოდ ასეთ ნატოს ვერ აიტანდა," - იხსენებს ნატო გელაშვილი.

  • "მამამისთან ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა და დღემდე ასეა, მეგობრობენ" - ნატო გელაშვილის დანგრეული ოჯახი, ორი ქორწინება, გარდაცვლილი ძმა და დიდი ტრაგედია 

ნატო გელაშვილის ოჯახი, შვილები და კარიერა

ნატო გელაშვილი 1972 წლის 18 აპრილს, ბორჯომში დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. 1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“.

მუსიკის გარდა, ნატო ბავშვობიდან სპორტის სიყვარულით გამოირჩეოდა, დედამისი ყოფილი კალათბურთელი იყო. 

"დიდ ჩოგბურთზე დავდიოდი, მაგიდის ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. ერთხელ სოხუმში შეჯიბრება ტარდებოდა და მესამე ადგილი ავიღე. სპორტი გენეტიკურია ჩვენს ოჯახში - დედაჩემი ყოფილი კალათბურთელია, მამაჩემიც ფანტასტიკურად თამაშობს კალათბურთს. სახლში მაგიდა გვედგა და  ჩოგბურთის ჩემპიონატი იმართებოდა. 

მომწონდა ხალხში ტრიალი და ქაოსური ცხოვრება. ოჯახს ძალიან უნდოდა, მედიცინას გავყოლოდი, მაგრამ ბოლო მომენტში უარი ვუთხარი და მუსიკა ავირჩიე. არ ვიცი, როგორი ექიმი გამოვიდოდი, მაგრამ როცა საქმეს ხელს მოვკიდებ, არ მიყვარს მისი მიფუჩეჩება. 

მე იმდენად პატარა ასაკში ვწერდი სიმღერებს, სულაც არ მიოცნებია რამეზე. მეგონა, ეს ბავშვური გართობა იყო, მაგრამ ყოველთვის მრცხვენოდა დაკვრის. როცა ჩემზე სიამაყით იტყოდნენ, ეს გოგო სიმღერებს წერსო, ვწითლდები. 

მომღერლის ოჯახისთვის არც ტრაგედიაა უცხო - მას სამ წელიწადში გარდაეცვალა ძმა, დედა და მამა. მამუკა გელაშვილი 2013 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ პერიოდში ნატომ დაკარგა მშობლები... სამ წელში ოჯახის წევრების გარეშე დარჩენილი მუსიკოსი დეპრესიაში ჩავარდა...

  • "მინდა, მოგიყვე როგორ ვიცვლები და ვბერდები, როგორ ვერავინ შეძლო შენნაირი სიყვარული" - ნატო გელაშვილის წერილი 

ძალიან ბევრი ადამიანია ჩემ დღეში – დაობლებული, მარტოსულად დარჩენილი, მაგრამ, იცით, ცუდი რა იყო? ზედიზედ სამ წელიწადში სამი ადამიანი დავკარგე. იმდენად მიყოლებით მოხდა ეს ყველაფერი, რომ.. ვერ ვიაზრებდი პირველს, რომ მეორე ტრაგედია მოდიოდა, მერე მესამე. რაღაც აუხსნელი პერიოდი იყო. ვერ გეტყვით, უფალმა ამისთვის როგორ მომამზადა.

ყველაზე დიდი დარტყმით დაიწყო. ჩემთვის ძმაც იყო, მეგობარიც და ყველაზე დიდი გულშემატკივარიც. ის იყო ერთადერთი, რომელშიც ნატო თავიდან ბოლომდე იყო ასახული."

24 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული გელა ჭოხონელიძე იყო. "დრო იყო, ოჯახი შემექმნა, იმ ასაკში მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა შვილი. გელა ჭოხონელიძე იმ კაფეში მუშაობდა, სადაც მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდიოდით. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდა. ის ქალი არ ვარ, რომელიც პირადის გარეშე ვერ იცხოვრებს. ნატომ, როგორც ქალმა, უკვე იცხოვრა. იმის გამო, რომ მარტო არ ვიყო და მქონდეს პირადი, ჩემს მორალში არ შედის" - იხსენებდა ნატო გელაშვილი. 

  • ნატო გელაშვილის ინტერვიუ: "ჩემს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე რა­მაც იმოქ­მე­და, ის დაღი დას­მუ­ლია დღემ­დე. იმის მერე არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს..." 

ნატოს 2 ვაჟი, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები ჰყავს. ბიჭებს ქართველი მსმენელი კარგად იცნობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ. ისინი დედის მსგავსად ქართული ესტრადის წარმომადგენლები არიან.