ეგზოტიკური ვოიაჟი დოჰაში და დაუვიწყარი მომენტები: მანიკა ასათიანის აზიური არდადეგები - Marao

ეგზოტიკური ვოიაჟი დოჰაში და დაუვიწყარი მომენტები: მანიკა ასათიანის აზიური არდადეგები

2025-10-22 11:14:53+04:00

ყველასთვის საყვარელი ტელესახე მანიკა ასათიანი კატარის დედაქალაქ დოჰაში მეგობრებთან ერთად მოგზაურობს. განსხვავებული კულტურა, ეგზოტიკური გარემო და ულამაზესი ხედები მის ფოტოებს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. როგორც ჩანს, აზიური კულტურისა და ისტორიის ამ ულამაზესი ნაწილით თავად მანიკაც მოიხიბლა, მეგობრებს კი სოციალურ ქსელში უამრავი კადრი გაუზიარა: "ოქროს ქვიშა, ველური სანახაობა და დოჰას მაგია", - წერს ის.

manika_asatiani

manika_asatiani

manika_asatiani

manika_asatiani

მანიკა ასათიანის ოჯახი და კარიერა 

32 წლის მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი უკვე არაერთი წელია, რაც საზოგადოებისთვის საყვარელი სახეა. განსაკუთრებული გარეგნობის, ნიჭისა და აურის ახალგაზრდა მოდელმა წარმატებით მოირგო ტელეწამყვანის ამპლუა და მაყურებელსაც მალე შეაყვარა თავი. 

მანიკა ასათიანს ჰყავს მშობლები, და და ძმა. მანიკას მამა, კახა ასათიანი პროფესიით ექიმია. ის ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდა და 19 წლის ასაკში უკვე ორი ქალიშვილი ჰყავდა. მანიკა ასათიანს დიდი ოჯახი ჰყავს. მისი უფროსი და, ანი ასათიანი მედიასთან იშვიათად ჩნდება, თუმცა ცნობილია, რომ მოდელს სახელი "მანიკა" სწორედ უფროსმა დამ დაარქვა. 

  • „მის საქართველო“ ნია წივწივაძისა და ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიას 10-წლიანი სიყვარულის ამბავი: ტყუპი შვილები, ბედნიერი ოჯახი და ფოტოები

მანიკა ასათიანი უკვე 15 წელია, რაც კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, გიორგი წივწივაძე ჰყავს. 

მანიკა ასათიანის კარიერა გასართობ ინდუსტრიაში წამყვანობის ინტერესით დაიწყო. მომხიბვლელობით და პროფესიონალიზმით ცნობილი, ის სწრაფად გახდა ქართული ტელევიზიის ცნობადი სახე. მან ადრეულ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით, რამაც საშუალება მისცა შექმნას ერთგული თაყვანისმცემლების ბაზა და გაეძლიერებინა თავისი ადგილი საზოგადოების თვალში.

  • რა არის მისი ნამდვილი სახელი, როგორ აირჩია პროფესია და რა აკავშირებს მაკა ასათიანთან: მანიკა ასათიანის ცხოვრების საინტერესო მხარეები

„ტელევიზიაში შემთხვევით აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ჩემი სფერო იყო. ამან გადამაწყვეტინა ჟურნალისტის პროფესია ამერჩია. მანამდე, 15 წლისა "ჯეოსტარში" ვმონაწილეობდი. პროექტი დამთავრდა თუ არა, "რუსთავი 2"-ს დილის გადაცემისთვის გოგონა სჭირდებოდა და კასტინგზე გავედი. ამიყვანეს და მუშაობა დავიწყე. მათემატიკა სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება. ჩემი მასწავლებლები და მეგობრები რომ მხვდებიან, ხშირად მეუბნებიან, ამ მიმართულებითაც ხომ შეგეძლო წასულიყავიო... არ ვნანობ, რადგან ჟურნალისტიკაში თავს კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, მათემატიკური ტვინი ადამიანს ნებისმიერ პროფესიაში და ზოგადად, ცხოვრებაშიც გამოადგება, - ამბობდა მანიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • 10 ქართველი ქალი: TOP 10 ყველაზე გამორჩეული საქორწილო კაბა

დღეს მანიკა ასათიანი ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, პოპულარული და წარმატებული სახეა, რომელსაც მაყურებლისა და გულშემატკივრის დიდი არმია ჰყავს.