"ოჯახი, ის, რაც ყოველთვის ჩემთანაა" - რას წერს ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ - Marao

"ოჯახი, ის, რაც ყოველთვის ჩემთანაა" - რას წერს ილია თოფურია გავრცელებული ჭორების შემდეგ

2025-10-22 12:12:11+04:00

"იმ ადამიანებიდან დაწყებული, ვინც გზა მაჩვენა და იმ ადამიანებით დამთავრებული, ვინც ამ გზაზე მომყვება - ოჯახი, ის, რაც ყოველთვის ჩემთანაა" - წერს ილია თოფურია სოციალურ ქსელში და ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ალბომში მან შვილების, პატარა ჯორჯინასა და ჰუგოს, ასევე, ბებიისა და ბაბუის ფოტოები გააერთიანა. 

ილია თოფურია რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდა, ის გულშემატკივრებსაც შეხვდა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. 

topuria

topuria

topuria

ილია თოფურიას ოჯახი 

ილია თოფურია ესპანური გადაცემისა თუ პოდკასტების ხშირი სტუმარია. ილიას უყვარს საკუთარი გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის, მოტივაციის მიცემა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, თუმცა პირად ცხოვრებაზე თითქმის არასდროს საუბრობს. 

როგორც ცნობილია, ილია თოფურია ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას წარსულში სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მისი შვილის, ჰუგოს დედასთან. ამ ურთიერთობის შესახებ ილიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ჰუგოს შესახებ ხშირად წერს. 

  • "სიყვარული, რომელიც თვალებს გიხელს" - რა ვიდეოს აქვეყნებს ილია თოფურიას მეუღლე გავრცელებული ჭორების შემდეგ

ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებდა სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს.  მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ - ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია "Future and Energy" დააარსა.

  • საიდუმლო რომანი, ორი შვილი და ხმაურიანი დაშორება: ილია თოფურიას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის ერთი წლის წინ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც დედის სახელი, ჯორჯინა დაარქვეს. წყვილი პატარა ჯორჯინასა და ჰუგოს ერთად ზრდიდა. ოჯახის, ოჯახური ცხოვრებისა და დედობის შესახებ კი ჯორჯინა საკუთარ გვერდზე ხშირად წერდა. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ სოციალურ ქსელებში საერთო ფოტოები წაშალეს. ამასთან, მათ ერთმანეთის გამოწერაც გააუქმეს. ესპანური მედია, მაგალითად, elperiodico.com, diariosur.es აქვეყნებენ სტატიებს, სადაც მათი დაშორების შესახებ წერენ. წყვილს ურთიერთობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. 

ილია თოფურიას მეორე საჯარო ურთიერთობა ჯორჯინა უზკატეგუისთან ჰქონდა. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, "Future and Energy" ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე.